ჰონგ კონგში დასრულებული შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს სერიის მორიგ ეტაპზე ფიჯის ნაკრებმა ფინალში ახალი ზელანდიის მრისხანე ნაკრები დაამარცხა 35:28 და საერთო ჩათვლაში მეტოქესთან ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა.
ჰიმნის საკმაოდ ემოციური შესრულების შემდეგ ფიჯელები მეტოქეს ეკვეთნენ და პირთამდე სავსე სტადიონს შესანიშნავი სანახაობა შესთავაზეს. მანამდე კი, ნახევარფინალში კუნძულელებმა ინგლისის ნაკრებს მოუგეს - 14:7.