საუთლენდი ისევ დაუმარცხებელია

AutoSharing Option
იტმ-ის თასის გათამაშების მე-5 ტური ლიდერ "საუთლენდის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვებით დაიწყო. საუთლენდელებმა სტუმრად დაამარცხეს მერვეადგილოსანი "ტასმანი" - 21:16. გუნდს გამარჯვება მგეზავ რობი რობინსონის ფეხჩუბინობამ მოუტანა. მან შვიდი საჯარიმო გაიტანა.

მოიგო მეოთხეადგილოსანმა "ტარანაკიმაც", რომელსაც საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადახდა სტუმრად აუტსაიდერ "ოტაგოსთან" - 25:15.
დარჩენილი თამაშებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მეექვსეადგილოსანი "ქენთერბერის" საშინაო შეხვედრა მესამეადგილოსან "ოქლენდთან" და მეხუთეადგილოსანი "ველინგტონის" დაპირისპირება მეშვიდეადგილოსან "ნორთლენდთან".


სატურნირო მდგომარეობა:

1. საუთლენდი - 17 ქულა, 2. მანუკაუ
- 15, 3. ოქლენდი - 14, 4. ტარანაკი - 14, 5. ველინგტონი - 14, 6. ქენთერბერი - 13, 7. ნორთლენდი - 10, 8. ტასმანი - 8, 9. ვაიკატო - 8, 10. ნორთ ჰარბორი - 8, 11. ბეი ოფ პლენტი - 7, 12. ჰოუქს ბეი - 3, 13. მანავატუ - 2, 14. ოტაგო - 1.


V ტური

28 აგვისტო, ქენთერბერი-ოქლენდი, ველინგტონი-ნორთლენდი, ვაიკატო-მანუკაუ. 29 აგვისტო, მანავატუ-ჰოუქს ბეი,
ბეი ოფ პლენტი-ნორთ ჰარბორი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული