"საუთლენდმა" მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანა, აქედან ორი შუამარბ კენ ლინის ანგარიშზეა, მგეზავმა რობი რობინსონმა შვიდიდან ექვსი გარდასახა.
ლიდერთა ჯგუფის სხვა სამი წარმომადგენელი, "ქენთერბერი", "ველინგტონი" და "მანუკაუ" მე-7 ტურში სტუმრად თამაშობდა. ამათგან გამარჯვებას მხოლოდ ერთმა - "ქენთერბერიმ" მიაღწია. ქრაისთჩერჩელებმა სტუმრად დაამარცხეს პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლი "ნორთლენდი" - 27:23.
სტუმრებმა პირველ ტაიმში შესანიშნავად ითამაშეს და 21:16 მოიგეს. მეორე ნახევარში
საინტერსო შეხვედრა გაიმართა ოკლენდში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა მოწინავე ოთხეულის წარმომადგენელ "ველინგტონს" სძლია - 21:15 და სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურზე გადაბარგდა. სტუმრებს თხუთმეტივე ქულა მგეზავმა ლიმა სოპოაგამ მოუტანა, რომლის ანგარიშზეც ხუთი საჯარიმოა. ოკლენდელებმა კი საპასუხოდ ორი ლელო გაიტანეს.
მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი მეთ ბერკვისტი იყო, რომელმაც ერთი ლელო, ერთი გარდასახვა და სამი საჯარიმო მიითვალა (16 ქულა). კიდევ ერთი პოტენციური ნახევარფინალისტი "ვაიკატო" სტუმრად ვერას გახდა "ტარანაკისთან" - 19:28. მასპინძლებმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით - 15:16 წააგეს, თუმცა მეორში მეტოქეს მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანის საშუალება მისცეს, თვითონ კი მონაგარს 13 ქულა შემატეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.
VII ტური
საუთლენდი-ნორთ ჰარბორი 47:21, ბეი ოფ პლენტი-მანავატუ 41:13, ჰოუქს ბეი-ვაიკატო 27:27, ნორთლენდი-ქენთერბერი 23:27, ოკლენდი-ველინგტონი 21:15, ტარანაკი-მანუკაუ 28:19, ტასმანი-ოტაგო 11:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. ქენთერბერი - 26 ქულა, 2. საუთლენდი - 26, 3. ოკლენდი - 22, 4. ტარანაკი - 22, 5. ვაიკატო - 21, 6. ველინგტონი - 21, 7. მანუკაუ - 19, 8. ნორთლენდი - 17, 9. ბეი ოფ პლენტი - 17, 10. ჰოუქს ბეი - 10, 11. ტასმანი - 10, 12. ოტაგო - 9, 13. ნორთ ჰარბორი - 9, 14. მანავატუ - 7.
VIII ტური
ვაიკატო-საუთლენდი, მანავატუ-ოქლენდი, ველინგტონი-ჰოუქს ბეი, ტარანაკი-ქენთერბერი, ტასმანი-ნორთ ჰარბორი, ოტაგო-ნორთლენდი, ბეი ოფ პლენტი-მანუკაუ.