ბენ ფოდენს სტრიპტიზბარში გახადეს

AutoSharing Option
ინგლისელი მორაგბეები თავისას არ იშლიან. "პომების" მოთამაშეებს სკანდალები თან სდევთ. შარშან ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში ინგლისის ნაკრების წევრებმა, ბრიტანეთის სამეფო კარის სიძის, მაიკ თინდოლის მეთაურობით, აურზაური ატეხეს. ლოთობა და სუსტი სქესის წარმომადგენლებთან გართობა თინდოლს მეუღლემ ზარა ფილიპსმა აპატია.

ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქცია ექნება თავისი მეგობარი მამაკაცის, ინგლისის ნაკრების ფულბეკის, ბენ ფოდენის საქციელზე ირლანდიელ მომღერალ უნა ჰილის, რომელსაც ერთი თვის წინ მისგან ქალიშვილი შეეძინა.

ბრიტანული ყვითელი პრესის ლიდერის, The Sun-ის ინფორმაციით, 26 წლის ფოდენი ბარსელონაში, სტრიპტიზბარ "ბაღდადში" ერთობოდა. ის
სცენაზე ავიდა და რამდენიმე სტრიპტიზიორ ქალთან და ორ მოხალისე მამაკაცთან ერთად ცეკვა დაიწყო.

ამ პროცესში ფოდენი მთლიანად გააშიშვლეს. მას არც უცდია ცეკვის შეწყვეტა. პირიქით, მომხდარმა ის კიდევ უფრო აღაგზნო და გაახელა.

ახლა ყველა უნა ჰილისა და ინგლისის რაგბის კავშირის რეაქციას ელოდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული