ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეები დააჯილდოვეს

AutoSharing Option
ლონდონში, სასტუმრო "ჰილტონში", ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

2011-12 წლების საუკეთესო ინგლისელ მორაგბედ "ჰარლიქვინზის" კაპიტანი კრის რობშო დაასახელეს.

მან ეს ტიტული უკვე მეორედ მოიგო. პირველად აღიარება რობშოს 2008-09 წლების სეზონში ხვდა წილად.

"მან ეს პრიზი ალალად დაიმსახურა. ყველაზე მეტად, რაც ამ მორაგბეში მხიბლავს, გუნდის მიმართ მისი ერთგულების გრძნობაა. რობშო იმ მოთამაშეების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც პირადულზე მაღლა გუნდის ინტერესებს აყენებენ. მთავარი მისთვის გუნდის მიერ მოპოვებული წარმატებაა. ეს კრისს მართლაც ღირსებას მატებს" - თქვა "ჰარლიქვინზის" აღმასრულებელმა დირექტორმა კონორ ოშიმ.

საუკეთესო
მორაგბესთან ერთად ინგლისელებმა სეზონის აღმოჩენაც გამოავლინეს. ასეთად ამჯერად 20 წლის "სარასენზის" მგეზავი ოუენ ფარელი დასახელდა.

მას პრიზი ბრიტანეთის დედოფლის შვილიშვილმა, ლეგენდარული ინგლისელი მორაგბის, მაიკ თინდოლის მეუღლემ, ზარა ფილიპსმა გადასცა.

შეგახსენებთ, რომ შარშან სეზონის აღმოჩენად შუამარბი მანუ ტუილაგი დაასახელეს.

წლეულს საუკეთესო მენეჯერად "ექსეტერის" პრეზიდენტი რობ ბაქსტერი აღიარეს. გამოვლინდა აგრეთვე სეზონის სიმბოლური ნაკრები.

სიმბოლური ნაკრები
15. მაიკ ბრაუნი (ჰარლიქვინზი), 14. ორასიო აგულა (ლეტერი), 13. ჯორჯ ლოუ (ჰარლიქვინზი), 12. ჯორჯ პისი (ნორსჰემპთონი), 11. ალესანა ტუილაგი, 10. ტობი ფლუდი (ორივე-ლესტერი), 9. ჰეიდენ ტომასი (ექსეტერი). 1. ჯო მარლერი (ჰარლიქვინზი), 2. სხალკ ბრიტსი (სარასენზი), 3. დენ კოლი (ლესტერი), 4. სამუ მანოა (ნორსჰემპთონი), 5. ჯოფ პერლინგი (ლესტერი), 6. კრის რობშო (ჰარლიქვინზი), 7. ჯეიმზ სკეისბრუკი (ექსეტერი), 8. ნიკ ისთერი (ჰარლიქვინზი)

ყველა საუკეთესო
2004-05: მატინ ქორი (ლესტერ ტაიგერზი)
2005-06: მაიკ ქეთი (ლონდონ აირიში)
2006-07: მარტინ კასტროჯოვანი (ლესტერ ტაიგერზი)
2007-08: ჯეიმზ სიმპსონ-დენიელი (გლოსტერი)
2008-09: კრის რობშო (ჰარლიქვინზი)
2009-10: კრის ეშტონი (ნორსჰემპთონი)
2010-11: ტომ ვუდი (ნორსჰემპთონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული