სხვებზე მეტ-ნაკლებად უკეთესი მდგომარეობა აქვს "ვესტერნ პროვანსს", რომელმაც მე-11 ტურში სტუმრად გაანადგურა ერთ-ერთი აუტსაიდერი "პუმასი" - 62:10. "დასავლელებმა" მასპინძლებს რვა ლელო გაუტანეს, აქედან ორ-ორი სამხრეთ აფრიკის ნაკრების წევრების, მესამეხაზელ ფრანსუა ლავისა და გარემარბ ხიო ეპლონის ანგარიშზეა. ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს მგეზავ ვილემ დე ფაალს, რომელმაც რვავე ლელო გარდასახა და ორი
"ვესტერნ პროვანსი" ახლა 38 ქულით მე-2 ადგილზეა. მას ხუთი ქულით ჩამორჩება უახლოესი მდევარი პრეტორიის "ბლუ ბულზი", რომელმაც შინ მძიმე ბრძოლაში პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლი "ლაიონზი" დაამარცხა - 24:21.
მატჩის პირველი ნახევარი 6:6 დამთავრდა. ორ-ორი საჯარიმო მგეზავებმა იაკო პოთხიტერმა (ბლუ ბულზი) და ტომას იანტისმა (ლაიონზი)გაიტანეს.
შესვენების შემდეგ მასპინძლები საგრძნობლად გააქტიურდნენ და 62-ე წუთისთვის სტივენ ფატერმეიერისა და იან ფან ფელზის ორი ლელოს წყალობით 24:9 დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში სტუმრებმა ამას ორი ლელოთი უპასუხეს, მაგრამ მატჩის ბედი პოთხიტერის ვიზავიზე ერთით მეტი გატანილმა საჯარიმომ გადაწყვიტა - 24:21.
"ლაიონზს", რომელიც 31 ქულით მეხუთე ადგილზეა, "გრიკასი" წამოეწია, რომელმაც შინ აუტსაიდერი "ლეოპარდსი" დაამარცხა - 29:20. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი სტუმრებმა 20:15 მოიგეს, თუმცა მასპინძლები მეორე ნახევარში გონს მოეგნენ. საგრძნობლად გააქტიურდნენ და აუტსაიდერებს მონაგრის გაზრდის საშუალება არ მისცეს. გრიკასელებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს და ერთი საპრემიო ქულაც ირგუნეს.
გათამაშების ლიდერმა "ნატალ შარქსმა" შინ დაამარცხა მეოთხეადგილოსანი "ჩიტაზი" - 30:16. "ზვიგენებმა" ოთხი ლელოს გატანა მოახერხეს, მოგებისთვის განკუთვნილ ოთხ ქულას ერთი საპრემიო ქულაც მიუმატეს და პლეი ოფში თამაში გაინაღდეს.
XI ტური
გრიკასი-ლეოპარდსი 29:20, პუმასი-ვესტერნ პროვანსი 10:62, ნატალ შარქსი-ჩიტაზი 30:16, ბლუ ბულზი-ლაიონზი 24:21.
სატურნირო მდგომარეობა
1. ნატალ შარქსი - 46 ქულა, 2. ვესტერნ პროვანსი - 38, 3. ბლუ ბულზი - 33, 4. ჩიტაზი - 32, 5. ლაიონზი - 31, 6. გრიკასი - 30, 7. პუმასი - 17, 8. ლეოპარდსი - 5.
XII ტური
ვესტერნ პროვანსი-გრიკასი, ჩიტაზი-პუმასი, ლეოპარდსი-ბლუ ბულზი, ლაიონზი-ნატალ შარქსი.