მეორეადგილოსანმა "ოკლენდმა" სტუმრად აუტსაიდერი "მანავატუ" დაამარცხა - 32:6. პირველი ტაიმი ამ შეხვედრაშიც ფავორიტებმა წააგეს - 0:6, რასაც შესვენების შემდეგ ვითარების რადიკალური შეცვლა მოჰყვა. ოკლენდელებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს, ერთი საპრემიო ქულა მიითვალეს და ახლა 27 ქულით მეორე ადგილზე არიან.
საინტერესოდ წარიმართა მოწინავე ოთხეულის ორი წევრის, "ტარანაკისა" და "ქენთერბერის" მატჩიც. სხვა ლიდერებისგან განსხვავებით,
VIII ტური
ვაიკატო-საუთლენდი 6:7, მანავატუ-ოკლენდი 6:32, ველინგტონი-ჰოუქს ბეი 17:13, ტარანაკი-ქენთერბერი 31:20, ტასმანი-ნორთ ჰარბორი 21:28, ოტაგო-ნორთლენდი 8:13, ბეი ოფ პლენტი-მანუკაუ 24:21.
სატურნირო მდგომარეობა
1. საუთლენდი - 30 ქულა, 2. ოკლენდი - 27, 3. ტარანაკი - 27, 4. ქენთერბერი - 26, 5. ველინგტონი - 25, 6. ვაიკატო - 22, 7. ნორთლენდი - 21, 8. ბეი ოფ პლენტი - 21, 9. მანუკაუ - 20, 10. ნორთ ჰარბორი - 13, 11. ჰოუქს ბეი - 11, 12. ტასმანი - 11. 13. ოტაგო - 10, 14. მანავატუ - 7.
IX ტური
საუთლენდი-ოკლენდი, ბეი ოფ პლენტი-ოტაგო, ქენთერბერი-ველინგტონი, ჰოუქს ბეი-ტარანაკი, ვაიკატო-ტასმანი, მანუკაუ-ნორთლენდი, ნორთ ჰარბორი-მანავატუ.