არგენტინელი მესამეხაზელი ოთხმოცი დღით დასაჯეს

AutoSharing Option
საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგა სანქციებს ამკაცრებს. ახლახან ამ ორგანიზაციის სადისციპლონო კომიტეტმა ოთხმოცდღიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა პარიზული "სტად ფრანსეს" არგენტინელი მესამეხაზელი ხუან მანუელ ლეგუზამონი. მან "ტულუზთან" მატჩში მესამეხაზელ ჟან ბაულუს თვალის არეში წაავლო ხელი, რაც ახალი წესებით მკაცრად ისჯება.

შეიძლება ითქვას, რომ შექმნილი ვითარებიდან ლეგუზამონი იოლად გამოძვრა. სადისციპლინო კოდექსის მიხედვით, ასეთი დანაშაული ოთხმოცი დღიდან სამ წლამდე დისკვალიფიკაციით ისჯება. არგენტინელს მინიმალური სასჯელი აკმარეს.

ბაულუმ წერილით მიმართა საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის სადისციპლინო კომიტეტს, რომელშიც ის ლეგუზამონისთვის სანქციის გაუქმებას ითხოვდა. სადისციპლინო კომიტეტმა ეს თხოვნა არ
გაითვალისწინა და ლეგუზამონს თამაში 5 დეკემბრამდე არ მოუწევს.

ამით "სტად ფრანსეს" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ფინანსური პრობლემების გამო გუნდი სეზონის წინ ბევრმა წამყვანმა მორაგბემ დატოვა. შედეგად, "სტად ფრანსემ" შვიდი შეხვედრიდან ოთხი წააგო და ახლა 15 ქულით მე-11 ადგილზეა. ლეგუზამონის არყოფნა კი პარიზელებს კიდევ უფრო დაასუსტებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული