"ოლ ბლექსში" ახალი ერა იწყება

AutoSharing Option
ოთხი ერის გათამაშების ყველაზე რეალური ფავორიტი მსოფლიოს თასის მფლობელი ახალი ზელანდიის ნაკრებია.

"ოლ ბლექსს" თითქმის ერთი წელიწადია, ახალი თავკაცი ჰყავს. სტივენ ჰანსენისთვის ეს ტურნირი პირველი ოფიციალური შეჯიბრება იქნება მთავარი მწვრთნელის რანგში.

ახალზელანდიელებმა, ჰანსენის ხელმძღვანელობით, ივნისის ტესტებზე ირლანდიის ეროვნულ გუნდს სამი მატჩიდან სამივე მოუგეს. ოთხი ერის გათამაშებაში საასპარეზოდ მან 29 მორაგბე შეარჩია, რომელთაგანაც "სამყურებთან" ივნისში მხოლოდ ჩარლი ფაუმუინას არ უთამაშია.

სხვა დანარჩენი ყველა ნაცნობია. იზრაელ დაგი, ჰოსე გეარი, ქორი ჯეინი, ბენ სმითი, ჯუიან სავეა, კონრად სმითი და მაა ნონუ ის უკანახაზელები
არიან, რომლებიც ნებისმიერ გუნდს შიშის ზარს სცემენ. მათ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უნარიანად დაგეზავს დენ კარტერი.

ახალზელანდიური რაგბის ქომაგთა სამწუხაროდ, შუამარბი სონი ბილ ვილიამსი მხოლოდ ავსტრალიის ნაკრებთან ითამაშებს სიდნეიში 18 აგვისტოს. მერე "ოლ ბლექსის" უძღები შვილი იაპონიას მიაშურებს და იქაურ კლუბში განაგრძობს კარიერას.

ტრადიციულად, მძლავრია შერკინებაც, რომლის შემკვრელიც (#8) მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მესამეხაზელი კირან რიდია. მან რამდენიმე მძიმე ოპერაცია გადაიტანა და ახლა სრულიად ჯანმრთელია.

ტრავმების სიმცირეს არც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე, ახალი ზელანდიის ნაკრების ლიდერი და კაპიტანი რიჩი მაქოა უჩივის, თუმცა ყველა ახალზელანდიელის კერპმა კარიერაში წარმოქმნილი სირთულეები უკან მოიტოვა და საბრძოლველად მზად არის.

"მთავარია, როგორ მოვახერხებთ საკუთარ თავთან სწორად მუშაობას და თამაშში პროგრესის მიღწევას. ცხადია, რომ მიღწეულით არ დავკმაყოფილდებით და სტაბილურობას შევინარჩუნებთ." - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა.

ახალი ზელანდია
შერკინება: კირან რიდი, ვიქტორ ვიტო, რიჩი მაქოა, ლიამ მესამი, ადამ თომსონი, სემ კენი, სემ ვაითლოქი, ლუკ რომანო, ბროდი რეტალიქი, ოუენ ფრენქსი, ბენ ფრენქსი, ჩარლი ფაუმუინა, უაით კროკეტი, ტონი ვუდკოქი, ენდრიუ ჰორი, კევინ მეალამუ.
უკანა ხაზი: იზრაელ დაგი, ჰოსე გეარი, ქორი ჯეინი, ბენ სმითი, ჯუიან სავეა, კონრად სმითი, მაა ნონუ, ტამატი ელისონი, აარონ კრადენი, დენ კარტერი, პირი ვიპუ, აარონ სმითი, სონი ბილ ვილიამსი.

ოთხი ერი
18 აგვისტო
ავსტრალია-ახალი ზელანდია

25 აგვისტო
ახალი ზელანდია-ავსტრალია

8 სექტემბერი
ახალი ზელანდია-არგენტინა

15 სექტემბერი
ახალი ზელანდია-სამხრეთ აფრიკა

29 სექტემბერი
არგენტინა-ახალი ზელანდია

6 ოქტომბერი
სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული