ვინ იქნება ლიდერი: საუთლენდი თუ ქენთერბერი?

AutoSharing Option
 იტმ-ის თასის გათამაშების მე-11 ტური პლეი ოფში თამაშისთვის ერთ-ერთი მებრძოლის, "ვაიკატოს" გამარჯვებით დაიწყო. ვაიკატოელებმა შინ აუტსაიდერ "ოტაგოს" მოუგეს იოლად - 41:15.

მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი მგეზავი სტივენ დონალდი იყო, რომელმაც ორი ლელო, ხუთი გარდასახვა და ორი საჯარიმო გაიტანა (26 ქულა).

მე-11 ტურის ცენტრალური შეხვედრა "საუთლენდისა" და "ქენთერბერის" დაპირისპირება იქნება. ამ მატჩში გამარჯვევბული სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცევა და ჩემპიონობაზე სერიოზულ განაცხადს გააკეთებს.

შედარებით იოლი მატჩი ელის შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ "მანავატუსთან" მეოთხეადგილოსან "ტარანაკის". საკმაოდ გაუჭირდება პლეი ოფის საგზურის კიდევ ერთ მაძიებელ "ოქლენდს",
რომელიც უახლოეს მდევარ "მანუკაუს" სტუმრად ეთამაშება.

XI ტური
ჰოუქს ბეი-ნორთლენდი 25:13, ვაიკატო-ოტაგო 41:15, ტარანაკი-მანავატუ, მანუკაუ-ოკლენდი, საუთლენდი-ქენთერბერი, ნორთ ჰარბორი-ველინგტონი, ტასმანი-ბეო ოფ პლენტი

სატურნირო მდგომარეობა
1. ვაიკატო - 36 ქულა, 2. ქენთერბერი - 36, 3. საუთლენდი - 34, 4. ტარანაკი - 32, 5. ოკლენდი - 30, 6. ბეი ოფ პლენტი - 30, 7. მანუკაუ - 29, 8. ველინგტონი - 28, 9. ჰოუქს ბეი - 23, 10. ნორთლენდი - 22, 11. ნორთ ჰარბორი - 19, 12. მანავატუ - 12, 13. ტასმანი - 11, 14. ოტაგო - 10.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული