ბოლო ტურის წინ ორ მათგანს, "ქენთერბერის" და "ვაიკატოს" პლეი ოფში თამაში განაღდებული ჰქონდა. დარჩენილ ორ ადგილზე კი პრეტენზიას ერთბაშად ოთხი გუნდი აცხადებდა. "ოკლენდმა", რომელმაც საბოლოოდ რეგულარული გათამაშება მოიგო კიდეც, ბოლო ტურში შინ გაანადგურა "ტასმანი" - 49:10.
მასპინძლებიდან გამორჩეული იყო მგეზავი გარეთ ანსკომბი, რომელმაც მეტოქეს სამი ლელო, ხუთი გარდასახვა და სამი საჯარიმო გაუტანა (34 ქულა).
"ოკლენდის" მეტოქე ნახევრფინალში იქნება "ვაიკატო", რომელმაც
პირველი ტაიმი სამხრეთელებმა 14:10 მოიგეს, თუმცა ველინგტონელებმა, რომლებიც წაგების შემთხვევაში პლეი ოფის მიღმა რჩებოდნენ, შესვენების შემდეგ ძალები მოიკრიბეს და მასპინძლებს სამი ლელო გაუტანეს, რაზეც "საუთლენდმა" ვერაფრით უპასუხა.
პლეი ოფში მოხვედრა შეეძლო "ტარანაკისაც", რომელმაც სტუმრად უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა "ნორთ ჰარბორი" - 49:47. "ტარანაკიმ" და "ველინგტონმა" 42-42 ქულა დააგროვეს, მაგრამ უპირატესობა უკანასკნელს მიენიჭა, რადგან ურთიერთ შეხვედრაში მოგებული ჰქონდა.
XIII ტური
ნორთლენდი-ბეი ოფ პლენტი 36:24, ვაიკატო-ქენთერბერი 26:6, საუთლენდი-ველინგტონი 14:27, ნორთ ჰარბორი-ტარანაკი 47:49, ოტაგო-მანავატუ 24:46, მანუკაუ-ჰოუქს ბეი 28:31, ოკლენდი-ტასმანი 49:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. ოკლენდი - 45 ქულა, 2. ქენთერბერი - 45, 3. ვაიკატო - 44, 4. ველინგტონი - 42, 5. ტარანაკი - 42, 6. ბეი ოფ პლენტი - 37, 7. საუთლენდი - 34, 8. ჰოუქს ბეი - 33, 9. მანუკაუ - 31, 10. ნორთლენდი - 29, 11. ნორთ ჰარბორი - 21, 12. ტასმანი - 20, 13. მანავატუ - 18, 14. ოტაგო - 10.
ნახევარფინალი
29 ოქტომბერი
ქენთერბერი-ველინგტონი
30 ოქტომბერი
ოკლენდი-ვაიკატო
ფინალი. 5 ნოემბერი