რაგბის მსოფლიო თასიც რუსეთში?

AutoSharing Option
მადა ჭამაში მოდისო - ნათქვამია და აი, მისი დასტურიც - რუსეთის რაგბის კავშირი 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობის უფლების მოპოვებას გეგმავს. ასოციაციის პრეზიდენტის ვიაჩესლავ კოპიევის თქმით, მიზანი სრულიად რეალური და მიღწევადია. 

ლეგენდარული ზელანდიის All black-ის კაპიტანი შონ ფიტცპატრიკი ამბობს, რომ რუსი რაგბისტების პროგრესი სახეზეა. ადრე რუსეთის ნაკრები მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის გადალახვასაც ვერ ახერხებდა.

"რუსეთს რაგბიში მსოფლიო თასის ჩატარების კარგი შანსი აქვს. ვფიქრობ, მთავარი, რაც ამისთვის საჭიროა, მონდომებით თამაშია. საჭიროა სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია ქვეყანაში. 2011 წლის მსოფლიო თასზე რუსეთის მონაწილეობა
შესანიშნავი საშუალებაა თავის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის", - განაცხადა შოშ ფიტცპატრიკმა, რაგბის ისტორიაში პირველი მსოფლიო თასის მფლობელმა და სპორტის ამ სახეობის ცოცხალმა ლეგენდამ.

კოპიევმა აღაირა, რომ რუსეთის მიზანი გაისად გასამართ მსოფლიო თასზე მოკრძალებულია, თუმცა რუსი მორაგბეებისგან აშშ-ს და იტალიის ნაკრებების დამარცხებას არ გამორიცხავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეეე, შონ შონ, რომელ წინსვლაზე საუბრობ 75-3 ის მერე..
christian cullen
21:10 08-12-2010
0

სიახლეები პოპულარული