"მონპელიე" ემლინ ჩელენჯ კაპის" C ჯგუფში საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს. ჩვენებურთა გუნდმა სამი თამაშიდან სამივე მოიგო. ფაბიენ გალტიესა და ერიკ ბეშუს სამწყსომ მესამე ტურში "ბურგუენს" იოლად სძლია - 39:14 და დამაჯერებლად ლიდერობს.
ჩხაიძე თამაშში 24-ე წუთიდან ჩერთო, შველიძე მოედანზე 47- წუთიდან გამოჩნდა, გორგოძე, ჟღენტი და ნარიაშვილი განაცხადში არ იყვნენ. აღსანიშნავია, რომ მონპელიელები წლეულს თითქმის
ამავე ჯგუფში ინგლისური დაპირისპირება დღეს გაიმართება. "ექსეტერი" შინ "ნიუკასლს" ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში მეორე პოზიციას განიმტკიცებს.
C ჯგუფი
მონპელიე-ბურგუენი 39:14, ექსეტერი-ნიუკასლი
სატურნირო მდგომარეობა
მონპელიე - 13 ქულა, ექსეტერი - 5, ნიუკასლი - 4, ბურგუენი - 1.
B ჯგუფში ორხელისუფლიანობაა. დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივმა", ინგლისური "სეილ შარქსის" მსგავსად, ორი თამაშიდან ორივე მოიგო და ახალა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ ვინ არის ჯგუფის ჭეშმარიტი ლიდერი.
"ბრივი" ამ მატჩში მასპინძელი იქნება და, შესაბამისად, ფავორიტადაც უნდა მივიჩნიოთ. თუმცა დამაფიქრებელია ჩვენებურთა გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებელი ასპარეზობა საფრანგეთის ჩემპინატში. ბრიველები ახლი ელიტურ, პირველ დივიზიონში ბოლოსწინა ადგილზე არიან და, შეიძლება ითქვას, რომ "ემლინ ჩელენჯ კაპისთვის" სულაც არ ცხელათ.
"სეილ შარქსი" კი პირიქით, აღმავლობას განიცდის. თანაც გუნდს ეროვნული ნაკრებიდან წამყვანი მოთამაშეები, ენდრიუ შერიდანი, მარკ კუეტო და პაულ ვილიამსი დაუბრუნდნენ. ერთი სიტყვით, ბრივის მუნიციპალურ სტადიონზე სერიოზული ჯახი იქნება, სადაც გამარჯვებულის წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია.
ამ ჯგუფის მეორე წყვილში, აუტსაიდერები, იტალიური "პადოვა" და ესპანური "ელ სალვადორი" ითამაშებენ.
B ჯგუფი
ბრივი-სეილ შარქსი, პადოვა-ელ სალვადორი
სატურნირო მდგომარეობა
ბრივი - 10 ქულა, სეილ შარქსი - 10, პადოვა - 0, ელ სალვადორი - 0
E ჯგუფში მოასპარეზე ბექა შეყლაშვილის "აჟენმა" ორი შეხვედრიდან ერთი მოიგო და ახლა 5 ქულით მესამე ადგილზეა. აჟენელები მესამე ტურში სტუმრად იტალიურ "როვიგოს" ეთამაშებიან. მართალია, ჩვენებურის გუნდს საფარნგეთის ჩემპიონატში სერიოზული პრობლემები აქვს (სატურნირო ცხრილში ბოლოდან მესამე ადგილზეა), მაგრამ, როგორც ჩანს, "როვიგოსთან" მატჩს პასუხისმგებლობით ეკიდება. "აჟენის" მწვრთნელებმა იტალიაში ძირითადი შემადგენლობა იახლეს. წინასამატჩო განაცხადში შეყლაშვილიცაა.
ამავე ჯგუფის ლიდერი, ფრანგული "ლა როშელი" შინ მეორეადგილოსან, ინგლისურ "გლოსტერს" ეთამაშება. ფრანგულ გუნდს ორიდან ორი მოგება აქვს.
E ჯგუფი
როვიგო-აჟენი, ლა როშელი-გლოსტერი
სატურნირო მდგომარეობა
ლა როშელი - 10 ქულა, გლოსტერი - 6, აჟენი - 5, როვიგო - 0.
ყველაზე პრესტიჟულ "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა სამი ფრანგული გუნდი ასპარეზობს, "კლერმონი", "კასტრი" და "ტულონი".
A ჯგუფის ბინადარი აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც ორი მატჩიდან ერთი მოიგო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მესამე ტურში აუტსაიდერს, შოტლანდიურ "ედინბურგს" უმასპინძლებს.
კასტრელებმა საფრანგეთის ჩემპიონატში ბოლო ხანს წარმატებით ასპარეზობენ და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გამოისწორეს. ჩვენებურთა გუნდი ედინბურგელებს ძირითადი გუნდით დახვდებიან, არ ითამაშებენ მხოლოდ გიორგაძე და ფეიქრიშვილი.
"ედინბურგს" მიმდინარე გათამაშებაში ჯერ არ მოუგია და ყველაფერს იღონებს, საფრანგეთიდან შინ ამაყი რომ დაბრუნდეს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ შოტლანდიურ კლუბს, ტრავმის გამო, ეროვნული ნაკრების ცხრა ნომერი მაიკ ბლერი დააკლდება. "ედინბურგისთვის" ეს, ფაქტობრივად, აუნაზღაურებელი დანაკლისია.
ჯგუფის ლიდერი, ინგლისური "ნორსჰემპთონი" შინ უელსურ "კარდიფს" ეთამაშება.
A ჯგუფი
ნორსჰემპთონი-კარდიფი, კასტრი-ედინბურგი
სატურნირო მდგომარეობა
ნორსჰემპთონი - 8 ქულა, კასტრი - 5, კარდიფი - 5, ედინბურგი - 2.
B ჯგუფის მეორეადგილოსანი დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" შინ ლიდერს, ირლანდიურ "ლენსტერს" დაუპირისპირდება. საფრანგეთის ჩემპიონებს დუბლინურ გუნდთან უარყოფითი ბალანსი აქვთ. სამი შეხვედრიდან სამივეჯერ ირლანდიელებმა მოიგეს.
"ლენსტერისთვის" ეს შეხვედრა ევროთასებზე საიუბილეო, მეასე იქნება. "კლერმონის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს ლიდერი და კაპიტანი ბრაიან ოდრისკოლი, რომელიც არგენტინის ნაკრებთან ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩში დაშავდა. გუნდის ყველა სხვა საკვანძო მოთამაშე მწყობრშია.
უძლიერესი შემადგენლობით აპირებს დუბლინელებთან თამაშს "ვულკანების" ახალზელანდიელი მწვრთნელი ვერნ კოტერი. ჩვენებურის გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატში წარუმატებელი სტარტის შემდეგ, როგორც ჩანს, თავისი თამაში იპოვა და ახლახან ფრანგული რაგბის გრანდი "ტულუზი" დაამარცხა. ზირაქაშვილი სათადარიგოთა შორისაა.
მეორე წყვილში აუტსაიდერი, ინგლისური "სარასენზი" შინ ფრანგულ "მეტრო რასინგს" მიიღებს.
B ჯგუფი
სარასენზი-მეტრო რასინგი, კლერმონი-ლენსტერი
სატურნირო მდგომარეობა
ლენსტერი - 9 ქულა, კლერმონი - 5, მეტრო რასინგი - 4, სარასენზი - 1.
C ჯგუფში სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურხზეა დავით ქუბრიაშვილის "ტულონი", რომელიც მესამე ტურში სტუმრად მესამეადგილოსან "ლონდონ აირიშს" ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ ჯგუფს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. ყველას თითო მოგება-წაგება აქვს. პირველ ადგილზე ირლანდიურ "მანსტერია", რომელმაც ორივე მატჩში თითო საპრემიო ქულაც მიიღო.
"ტულონის" მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი "ჰეინეკენის თასზე" გუნდის ცუდი თამაშით აღშფოთებულია და მწვრთნელებისგან მაქსიმალურ მობილიზაციას ითხოვს.
ტულონელები ლონდონში უძლიერსი შემადგენლობით ჩავიდნენ. ქუბრიაშვილი განაცხადში არ არის.
C ჯგუფი
მანსტერი-ოსფრიზი, ლონდონ აირიში-ტულონი
სატურნირო მდგომარეობა
მანსტერი - 6 ქულა, ოსფრიზი - 5, ლონდონ აირიში - 4, ტულონი - 4.