ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბი სონი ბილ ვილიამსი რინგს უბრუნდება. მას გადაწყვეტილი აქვს 2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, პროფესიულ კრივში თავისი მესამე ბრძოლა გამართოს.
შეგახსნებთ, რომ სონი ბილ ვილიამსი რაგბიში რაგბი ლიგიდან გადმობარგდა და ახლახან, ნოემბრის ტესტებზე "ოლ ბლქესის" შემადგენლობაში მისი დებიუტი შედგა. ევროპულმა ტურნემ დაგვარწმუნა, რომ სონი ბილი ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იქნება.
ვილიამსი დღეს სიდნეიში პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მომავლის გეგმებზე დეტალურად ისაუბრებს. როგორც ვთქვით, მან ორი ბრძოლის ჩატარება უკვე მოასწრო
და ორივეში გაიმარჯვა. მეორე ბრძოლა 30 ივნისს ბრისბენში შედგა, რის შემდეგაც სონი ბილმა "ტულონის" მულტი მილიონერი მფლობელის, მურად ბურჯელალისგან საკმაოდ სარფიანი წინადადება მიიღო. ფრანგი მაგნატი მას წელიწადში მილიონ ევროს თავაზობდა, თუმცა ვილიამსმა "ოლ ბლექსში" თამაში არჩია და ხელშეკრულება ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან გააფორმა.