დავიწყოთ პირველი ტურის სენსაციის ავტორით. "გრიკასმა" ურთულეს ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტის, "ნატალ შარქსის" დამარცხება შეძლო. ამჟამად კი ბლუმფონტეინში ეთამაშება "ჩიტაზს", რომლთანაც შარშან ნახევარფინალში დამარცხდა. თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი სეზონისთვის გრიკასელები ბრწყინვალედ მოემზადნენ, რასაც "ზვიგენების" დამარცხებაც ადასტურებს.
სტუმრებს ზე 14-ის გუნდთან დაცვაში მეტი ყურადღებით თამაში მართებთ. "ჩიტაზმა", შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით,
პირველ ტურში კიმბერლიში წაგებამ "ნატალ შარქსი" უძნელეს მდგომარეობაში ჩააგდო. მეორე ტურში მეტოქე "ქარის თასის" მფლობელი, პრეტორიის "ბლუ ბულზია". "გრიკასთან" მატჩში გამოჩნდა, რომ დურბანელებს სერიოზული პრობლემები აქვთ შერკინებაში.
"ამჯერად უკეთ მოვემზადეთ, ვიდრე "გრიკასთან" მატჩისთვის. ვფიქრობთ, ეს ერთი კვირა ნაყოფიერად გამოვიყენეთ და შერკინებაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა შევძელით"- თაქვა "ნატალ შარქსის" მწვრთნელმა ჯონ პლამტრიმ.
პირველ ტურში გამარჯვების მიუხედავად, თამაშის ხარისხით კმაყოფილი არც "ბლუ ბულზის" მწვრთნელთა შტაბია. მეორე ტაიმში დერეფანი მთლიანად დათმეს და შეთანხმებულად ვერც უკანა ხაზი ირჯებოდა. ასე რომ, ორივე გუნდი დღეს, უწინარესად, თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნებს.
სტუმრების იმედი პირველხაზელები ვერნ კრუხერი და გარი ბოთა იქნებიან. "ლურჯი ხარების" შემადგენლობაში გამოჩნდა ვილხელმ სტენკამპი, რომელიც წლეულს სწორედ "ნატალ შარქსიდან" გადაბარგდა. ის ძირითად შემადგენლობაში სამხრეთ აფრიკის ნაკრებში გამოძახებული ფილიპ ფან დერ მერვეს ნაცვლად მოხვდა.
ნუთუ "ლაიონზის" აღორძინება დაიწყო? ალბათ, ჯერ ადრეა დასკვნის გამოტნა, თუმცა დამაჯერებელი, 30-ქულიანი სხვაობით მოგება "ლეოპარდსთან" - 43:16, გუნდის ქომაგებს იმედებს უსახავს.
მეორე ტურში ნიულენდში თამაში ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. "ლაიონზის" მეტოქემ "ვესტერნ პროვანსმა" სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "ჩიტაზთან" და ამბიციამოძალებულ მეტოქეს, ვფიქრობთ, არაფერს დაუთმობს.
ქარის თასი
II ტური
ჩიტაზი-გრიკასი
ვესტერნ პროვანსი-ლაიონზი
ნატალ შარქსი-ბლუ ბულზი
პუმასი-ლეოპარდსი
სატურნირო მდგომარეობა
1. ლაიონზი - 5 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 5, 3. გრიკასი - 5, 4. ვესტერნ პროვანსი - 4, 5. ნატალ შარქსი - 2, 6. ჩიტაზი - 0, 7. პუმასი - 0. 8. ლეოპარდსი - 0