უცხოური რაგბი

სხვადასხვა

40 წლის ასაკში "ოლ ბლექსის" ლეგენდა ჯონა ლომუ გარდაიცვალა

AutoSharing Option
ცნობილი ახალზელანდიელი მორაგბე, "ოლ ბლექსის" ლეგენდარული მოთამაშე ჯონა ლომუ 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლომუმ თავისი კარიერის განმავლობაში ეროვნული ნაკრების კვართი 63-ჯერ მოირგო. 2007 წელს კი ის რაგბის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ლომუმ პროფესიონალურ გუნდში დებიუტიდან ერთი წლის შემდეგ, მსოფლიოს 1995 წლის მსოფლიო თასზე ჩატარებულ ხუთ მატჩში შვიდი ლელო გაიტანა, მათ შორის ოთხი ნახევარფინალში, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ.

პლანეტის პირველობიდან ერთი წლის შემდეგ ლომუს ექიმებმა თირკმლის იშვიათი დაავადება - ნეფროტული სინდრომი დაუდგინეს, რის გამოც ახალზელანდიელი სპორტიდან წასვლის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ლომუ 1998
წელს მოედანზე მაინც დაბრუნდა, 1999 წელს კი მისთვის მეორე მსოფლიოს თასზე ითამაშა, სადაც 8 ლელო დადო.

2004 წელს ჯონა ლომუს თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა, დონორი კი მისი ფანატი იყო. გადანერგილმა ორგანომ ფუნქციონირება 2011 წელს შეწყვიტა, რის შემდეგაც ექიმებს გამუდმებით უწევდათ სპორტსმენის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.