მორაგბე გოგონებმა, რომლებსაც 10 დეკემბერს კემბრიჯის გუნდთან უწევთ თამაში, საქველმოქმედო აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ცუდი ამინდის მიუხედავად, მათ კალენდრისთვის ეროტიკული ფოტოსესია მოაწყვეს.
კალენდრის გაყიდვით შეგროვებული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია Beat-ს მოხმარდება, რომელიც ადამიანებს ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ეხმარება.
გოგონათა გუნდის კაპიტნის კარლი ბლისის თქმით, მთელი გუნდისთვის ეს შესანიშნავი დღე იყო. შიშველ გოგონებს ცოტა კი შესცივდათ, მაგრამ ამან გადაღებას ხელი ვერ შეუშალა.