"პუტინისთვის გამეტებულ ტყვიას წინ გადავუდგებოდი" - ეკლსტოუნმა რუსეთ-უკრაინის ომზე სკანდალური განცხადებები გააკეთა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბერნი ეკლსტოუნმა გადაცემა Good Morning Britain-ში სკანდალური განცხადება გააკეთა.

როგორც ის აღნიშნავს, პუტინისთვის გამეტებულ ტყვიას წინ გადაუდგება. ეკლსტოუნმა ასევე თქვა, რომ უკრაინა უნდა შევიდეს დიალოგში და კომპრომისზე წავიდეს, თუ მას სურს ომის შეჩერება.

ეკლსტოუნის თქმით, უკრაინას მოლაპარაკებებით სიტუაციის გამოსწორება შეეძლო, პუტინი კი რუსეთისთვის კარგს აკეთებს.

ფორმულა 1-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მხარს არ უჭერს ყოფილი ხელმძღვანელის ასეთ მისწრაფებებს.

"ეკლსტოუნის სიტყვები მისი პირადი აზრია და ის ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ფორმულა 1 ფიქრობს და ასევე განსხვავდება ჩვენი სპორტის ღირებულებებისგან",
- ნათქვამია ფორმულა 1-ის განცხადებაში.

ეკლსტოუნი ადრე გამოირჩეოდა საკამათო განცხადებებით. 2020 წელს მან თქვა, რომ შავკანიანები ზოგადად უფრო რასისტები არიან, ვიდრე თეთრკანიანები.
მკითხველის კომენტარები / 41 /
არ არის ახლა გამოთაყვანებული (?!)...ხარ ღირსი შემოგივარდნენ სახლში - ცოლშვილი, მშობლები ცემით სიკვდილამდე მიიყვანონ და...კომპრომისზე და დიალოგზე წადი, თორემ შენი...მართლების არიან და ამიტომ, არაა(?!)
კახაბერი
07:06 02-07-2022
2
ეხ შენ ჭკუა მოგცა მე ფერარი.
გელა
20:48 01-07-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული