
ფორმულა 1-ის ლეგენდარული მრბოლელი, ლუის ჰამილტონი 38 წლის გახდა.
7 გზის მსოფლიოს ჩემპიონს, რა თქმა უნდა, არაერთი რეკორდი ეკუთვნის, თუმცა მისი დომინანტური კარიერიდან გამომდინარე, ბევრისთვის ნაკლებად საყვარელ პილოტად ითვლება. ხშირია სერ ლუისის კარიერის გარშემო ნათქვამი ფრაზები: "ყველაზე სწრაფი ბოლიდი ყავდა", "საკუთარ თავს ებრძოდა" და ა.შ. თუმცა 2022 წლის სეზონში "ფერარის" საჯინიბომ მძლავრი ბოლიდი გამოუშვა, კარგადაც დაიწყო, თუმცა როგორც დასრულდა ყველას კარგად გვახსოვს.
ჰამილტონს კარიერაში 103 გამარჯვება აქვს და ამდენივე პოულ პოზიცია აქვს, 191-ჯერ ავიდა პოდიუმზე, უშუალოდ რბოლის მიმდინარეობისას კი ყველაზე
სწრაფი წრე 61-ჯერ დააფიქსირა.