"ვამაყობთ! თავი მაღლა ასწიე" - ჰამილტონმა კეინსა და ინგლისის ნაკრებს მხარდაჭერა გამოუცხადა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის 7-გზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა ჰარი კეინსა და ინგლისის ნაკრებს მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, "სამი ლომი" მუნდიალის მეოთხედფინალში საფრანგეთთან 1:2 დამარცხდა, "ტოტენჰემის" ფორვარდმა კი 84-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.

"ძმაო, ჩვენ შენით ვამაყობთ! თავი მაღლა ასწიე. შესანიშნავი სამსახური გასწიე. მადლობა, რომ ჩვენს სამშობლოს წარმოადგენ. მოდი, ვაჩვენოთ მათ ჩვენი სიყვარული და მხარდაჭერა. ჩვენ ხომ მათით ამაყი ვართ. ჩვენ გამარჯვება გვსურდა, თუმცა ფეხზე წამოვდგებით და კიდევ ვიბრძოლებთ" - განაცხადა ლუისმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

altინგლისის ნაკრები სახლში, მედლების ნაცვლად, კატით დაბრუნდება

altმუნდიალის გამორჩეული

მომენტები - ემოციები, გამარჯვების სიხარული, მარცხის ცრემლები... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლა კარგი გუნდი ყავს ინგლისს,საუთგეიტის ინგლისი რაც მინახვს ყველაზე მაგარია ჩემი აზრით...მაგრამ რაც თავი მახსოვს ეგენი სულ თავიანთი წაგებული გუნდით ამაყობენ.
ლევან
23:52 12-12-2022
2
ლუის, ბრაზილიას, რომლის მოქალაქეობა მოგანიჭეს, ინგლისიც ნაადრევად მიჰყვა სამშობლოსკენ მიმავალ გზას!
ლაშა
18:05 12-12-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული