წლის მე-6 ტიტული - რაფაელ ნადალმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო

AutoSharing Option
ესპანელი რაფაელ ნადალი უმაღლეს დონეზე ატარებს სეზონის დასკვნით ნაწილს.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა პეკინში ჩინეთის ღია პირველობა მოიგო და 2017 წელს მეექვსე ტიტული მოიპოვა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ნადალს არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია ავსტრალიელი ნიკ კირგიოსისგან, რომელმაც მეორე წრეში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა. შეხვედრა საათი და 33 წუთი გაგრძელდა. ნადალმა 12-დან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და 6:2, 6:1 გაანადგურა მეტოქე. ავსტრალიელს ამ მატჩში ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ვერც ერთის გამოყენება ვერ შეძლო. სხვათა შორის, ფინალამდე ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრების ანგარიში იყო - 2:2.

პეკინში ნადალმა
გზად ტიტულამდე ლუკ პუიე, კარენ ხაჩანოვი, ჯონ ისნერი და გრიგორ დიმიტროვი დაამარცხა. ესპანელს ყველაზე მეტად პირველ წრეში პუიეს წინააღმდეგ გაუჭირდა, როცა ორი მატჩბოლი მოიგერია.

წელს ნადალს, პეკინის გარდა, მონტე კარლოში, ბარსელონაში, მადრიდში, როლან გაროსსა და აშშ-ის ღიაზე აქვს მოგებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული