ნოვაკ ჯოკოვიჩი: ერთი სული მაქვს, კორტზე სათამაშოდ გავიდე

AutoSharing Option
ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი კორტს ხვალ დაუბრუნდება. მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი ძალებს აბუ დაბის ამხანაგური რანგის ტურნირში მოსინჯავს.

30 წლის სერბს თითქმის ექვსი თვეა, მას შემდეგ, რაც "უიმბლდონზე" მაჯის ტრავმა გაიმიზეზა, არ უთამაშია.

"ძალიან მიხარია, რომ კორტს ვუბრუნდები. კარიერის განმავლობაში ასეთი სერიოზული ტრავმა არ მქონია და არცერთი მეიჯორი არ გამომიტოვებია.

ეს ჩემთვის დიდი გაკვეთილი იქნება, რომ შემდეგში ტრავმებს თავი ავარიდო.

ერთი სული მაქვს, კორტზე გავიდე და ახალი თავგადასავალი დავიწყო", - აღნიშნა ჯოკოვიჩმა.

ნოვა
კი თავის პირველ შეხვედრას ხვალ გამართავს, მისი მეტოქე კი რობერტო ბაუტისტა აგუტსა და ანდრეი რუბლევს შორის უკეთესი იქნება.

მომზადებულია dailymail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული