ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამოსვლა დაასრულეს ქართველმა ჩოგბურთელებმა - სოფიო შაფათავამ და ეკატერინე გორგოძემ.

შაფათავამ ერთეულებში ნახევარფინალამდე გააღწია, სადაც შეხვედრა, როდესაც ანგარიშით 3:6 1:4 მარცხდებოდა, ტრავმის გამო შეწყვიტა.

წყვილთა თანრიგში კი ქართველმა ჩოგბურთელმა უკრაინელ ანასტასიასთან ერთად პირველობა არავის დაუთმო.

ქართულ-უკრაინულმა დუეტმა ფინალურ მატჩში აიპეკ ოზისა და ქსენია პალკინას წყვილს სამ სეტში - 5:7 7:6 13:11 სძლია.

ანტალიაშივე ასპარეზობდა ეკატერინე გორგოძეც.

შაფათავას მსგავსად, გორგოძეც ერთეულთა თანრიგში გათამაშებას ნახევარფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

წყვილთა თანრიგში კი მან გამოსვლა მეოთხედფინალურ ეტაპზე დაამთავრა, სადაც აზრა დენის ჩომლექთან
იყო შეამხანაგებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული