ავსტრალიის ღია პირველობა: ბასილაშვილმა მელცერი ადვილად დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო.

მსოფლიო რეიტინგში 61-ე პოზიციაზე მყოფმა ქართველმა ავსტრიელი ჟერალდ მელცერი ოთხ სეტში - 6:3, 6:4, 2:6, 6:3 დაამარცხა.

ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდება ექვსჯერ აიღო, საკუთარი კი ოთხჯერ დაკარგა.

ქართველმა ჩოგბურთელმა 4 ეისი დააგროვა, თუმცა, 2 ორმაგი შეცდომა დაუფიქსირდა.

მომდევნო ეტაპზე გასვლით ბასილაშვილმა 10 სარეიტინგო ქულა და 60 000 დოლარი გამოიმუშავა.

მისი შემდეგი მეტოქე კი რუბენ ბემელმანსისა და ლუკა პულის მატჩში გაირკვევა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ ნიკა!ასევე განაგრძე.
სოსო
17:30 15-01-2018
0
მეორე წრეში ბემელმანს ხვდება და დიდი შანსი აქვს გავიდეს მესამეში!!! წარმატებები!!!
დათო
16:02 15-01-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული