ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჟერალდ მელცერი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრიელი ჟერალდ მელცერი ადვილად დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში გავიდა.

იქ კი მისი მეტოქე ბელგიელი რუბენ ბემელმანსი იქნება.

მატჩი ხვალ, თბილისის დროით გამთენიისას, 04:00 საათზეა ჩანიშნული.

ჩოგბურთელები კარიერაში ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

ბემელმანსის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი კაილ ედმუნდისა და დენის ისტომინს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული