1/2 ფინალურ მატჩში შაფათავამ, 18 წლის ბელორუსი, ნიკა შიტკოუსკაია დაამარცხა.
პირველი სეტი ბელორუსმა 7:5 მოიგო, მეორე პარტია ქართველის სასარგებლოდ 6:4 დასრულდა, გადამწყვეტ სეტში კი ანგარიშით 5:0-ზე, შაფათავას მეტოქემ თამაში შეწყვიტა.
სოფოს ანგარიშზე 4 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.
ფინალურ მატჩში, რომელიც ხვალ გაიმართება, იგი რუს ვარვარა გრაჩევას დაუპირისპირდება.