კაილ ედმუნდი, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა, 1/2-ფინალში ითამაშებს

AutoSharing Option
ბრიტანელი კაილ ემუნდი, რომელმაც ასპარეზობას ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოთიშა, ავსტრალიის ღია პირველობის 1/2-ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

მსოფლიო რეიტინგში 49-ე პოზიციაზე მყოფმა ჩოგბურთელმა ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი ოთხ სეტში - 6:4, 3:6, 6:3, 6:4 დაამარცხა.

ბრიტანელის ანგარიშზე 13 ეისი დაგროვდა, ორმაგი შეცდომით კი მეტოქეს ქულა ოთხჯერ დაუთმო.

ნახევარფინალში მისი მეტოქის ვინაობა რაფაელ ნადალისა და მარინ ჩილიჩიჩის მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

გრიგორ დიმიტროვი კი სარეიტინგო ქულებს დაკარგავს. იგი გასული წლის ფინალისტი იყო და წელს მხოლოდ 1/4-ფინალს უწია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ბიჭი მაგრად თამაშობს,თითის წვერებზე დგება,ნახევარ ფინალს თუ წააგებს,ნეტავ ვის დაჰბრალდება?
სოსო
02:29 26-01-2018
0

სიახლეები პოპულარული