ანტალიის ტურნირი: ეკატერინე გორგოძემ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა
AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ანტალიის ტურნირის 1/2-ფინალში ითამაშებს. მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში მან შვეიცარიის წარმომადგენელი, 22 წლის ნინა სტედლერი ორ სეტში - 6:2, 6:4 დაამარცხა.
ქართველის ანგარიშზე არცერთი ეისი და ორმაგი შეცდომა არ დაფიქსირებულა. გორგოძემ 3 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი არ დაუკარგავს.
აქვე გეტყვით, რომ იგი ანტალიაში წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობს, სადაც დეა ჰერძელასთან ერთად ნახევარფინალშია გასული.