დელრეი ბიჩის ტურნირი: ნიკოლოზ ბასილაშვილმა უშანსოდ წააგო

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის არადამაჯერებელი გამოსვლა გრძელდება. ამჯერად, ქართველმა ჩოგბურთელმა დელრეი ბიჩის ტურნირის პირველ წრეში ამერიკელ სტივ ჯონსონთან ვერაფერი გააწყო და ორ სეტში - 3:6, 4:6 დამარცხდა.

ნიკოლოზმა ერთი ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი სამჯერ დაკარგა. ჩოგბურთელები ერთმანეთს კარიერაში პირველად დაუპირისპირდნენ. ბასილაშვილმა, დევისის თასის ჩათვლით, ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი დელრეი ბიჩში ძალებს წყვილთა თანრიგშიც მოსინჯავს. მისი და რადუ ალბოტის დუეტი ჯონ ისნერისა და სემ ქუერის წყვილს დაუპირისპირდება.

ქართველის შემდეგი გეგმები ერთეულებში ასეთია: იგი 26 თებერვლიდან
აკაპულკოს ტურნირში ჩაერთვება, 8-დან 18 მარტის ჩათვლით კი, ინდიანა უელსის მასტერსზე იასპარეზებს.

21 მარტიდან 1-ლი აპრილის ჩათვლით კი, ბასილაშვილი ძალებს მაიამის მასტერსზე მოსინჯავს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ყველა ტურნირზე ძირითად ბადეში იქნება დაშვებული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა სჭირს ამ კაცს რაა.. მეტი სტაბილურობაა საჭირო და თავდაჯერებულობა. წარმატებები ნიკოლოზ!
georgian
13:45 21-02-2018
0

სიახლეები პოპულარული