დელრეი ბიჩის ტურნირი: ბასილაშვილი წყვილებშიც დამარცხდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი დელრეი ბიჩის ტურნირს წყვილთა თანრიგსაც გამოეთიშა. მისი და რადუ ალბოტის დუეტმა პირველი წრის წარმატებით დაძლევის შემდეგ, 1/4-ფინალში, ნიკოლას მონროეს და ჯონ პატრიკ სმიტთან ვერაფერი გააწყო და 5:7, 1:6 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველმა ჩოგანმა და მოლდაველმა ალბოტმა ერთად ზედიზედ მეორე ტურნირი ითამაშეს. პირველ შემთხვევაში ისინი ნიუ-იორკში ნახევარფინალამდე გავიდნენ.

აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზი დელრეი ბიჩის ტურნირზე ერთეულთა თანრიგშიც გამოდიოდა, თუმცა პირველივე წრეში ტურნირის მასპინძელ ამერიკელ სტივ ჯონსონთან დამარცხდა.

ქართველი ახლა მექსიკაში გადაინაცვლებს და 26 თებერვლიდან აკაპულკოს ტურნირში ჩაერთვება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღაც ხდება,თანაც ცუდი,მაგრამ სახელდობრ რა?შედეგი კი კატასტროფულია.მთელი ქულები გაანიავა.
სოსო
18:09 23-02-2018
0

სიახლეები პოპულარული