გასული ოთხი მატჩიდან, ანგარიში თანაბარია - 2:2. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზს ორივე გრუნტის (თიხის) საფარზე აქვს მოგებული, დონალდსონს კი ჰარდზე, რომელზეც ეს შეხვედრა გაიმართება.
დევისის თასის ჩათვლით, ბასილაშვილი აღნიშნულ დაპირისპირებას, ზედიზედ ხუთი მარცხით ხვდება. მატჩის დაწყების თარიღი და დრო ჯერჯერობით ცნობილი არ არის. წყვილში უკეთესი კი, 1/8-ფინალში მეთიუ ებდენისა და სემ ქუერის დაპირისპირების გამარჯვებულს შეხვდება.