აკაპულკოს ტურნირი: ნიკოლოზ ბასილაშვილმა თამაში ვერ გააგრძელა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილი აკაპულკოს ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა. საქართველოს პირველი ჩოგანი ამერიკელ ჯარედ დონალდსონთან 2:6, 2:3 მარცხდებოდა, როდესაც შეხვედრის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ჯერჯერობით, რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ტრავმის ბრალი უნდა იყოს. ნიკოლოზი ძალიან ცუდად აწვდიდა და მეტოქეს საკუთარი 4 მოწოდება დაუთმო.

ბასილაშვილმა, დევისის თასის ჩათვლით, ზედიზედ მეექვსე მარცხი განიცადა. იგი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 84-ე პოზიციაზე იმყოფება.

ქართველმა აკაპულკოს ტურნირზე, წესით, წყვილთა თანრიგშიც უნდა იასპარეზოს. მისი და რადუ ალბოტის დუეტი ოლივერ მარახისა და მატეა პავიჩის წყვილს უნდა დაუპირისპირდეს,
თუმცა მოახერხებს თუ არა ნიკოლოზი წყვილთა თანრიგში კორტზე გასვლას, უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული