ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე წლის პირველ "მასტერსზე" ცნობილია

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიანა უელსის წლის პირველ "მასტერზე" კორტების მასპინძელ ტენის სანდგრინს დაუპირისპირდება. ამერიკელი 26 წლისაა და მსოფლიო რეიტინგში 59-ე პოზიციას იკავებს.

ის ქართველს კარიერაში ორჯერ შეხვდა და ორივე შემთხვევაში გამარჯვება მას დარჩა. აღსანიშნავია, რომ სანდგრინი წლევანდელ ავსტრალიის ღია პირველობაზე 1/4-ფინიშზე გავიდა და ნამდვილი აღმოჩენა გახდა.

ბასილაშვილი (დევისი თასის ჩათვლით) აღნიშნულ დაპირისპირებას 6-მატჩიანი წაგებათა სერიით ხვდება. ის რეიტინგში 84-ე პოზიციას იკავებს.

შეხვედრა, სავარაუდოდ, 9 მარტს, გამთენიისას გაიმართება. დაწყების დრო კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული