სტამბულის ტურნირი: ეკატერინე გორგოძემ ერთ-ერთ ფავორიტს შეხვედრა შემოუტრიალა

AutoSharing Option
სტამბულში სტარტი აიღო 60 000 დოლარის ღირებულების საჩოგბურთო ტურნირმა, სადაც პირველ წრეში გამარჯვება ეკატერინე გორგოძემ იზეიმა.

ქართველი სპორტსმენი აშკარა აუსტაიდერად იყო შერაცხილი, თუმცა მან რუსეთის სახელით მოასპარეზე ვიქტორია დიაჩენკო სამ სეტში - 5:7, 7:5, 6:3 დაამარცხა.

გორგოძემ 6 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ოთხჯერ დაკარგა. მის ანგარიშზე 3 ეისი და 0 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.

მომდევნო წრეში მისი მეტოქე ჩეხი ტერეზა სმიტკოვა იქნება, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

აქვე გეტყვით, რომ გორგოძე სტამბულში წყვილებშიც იასპარეზებს, სადაც პერმა ოზგენთანაა შეამხანაგებული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას ნიშნავს "შეხვედრა დაუტრიალა"? რა ენაა?
გიორგიპირველი
16:37 10-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული