მარაკეშის ტურნირი: ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/8-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მარაკეშის ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა.

მსოფლიო რეიტინგში 86-ე პოზიციაზე მყოფმა ქართველმა იტალიელი მატეო ბერეტინი ორ სეტში - 7:6, 6:4 დაამარცხა.

ნიკოლოზმა 2 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ერთხელ დაკარგა. მის ანგარიშზე 2 ეისის საპირისპიროდ, არცერთი ორმაგი შეცდომა არ დაფიქსირებულა.

მომდევნო წრეში ბასილაშვილის მეტოქე ფილიპ კოლშრაიბერისა და ლამინე უაჰაბის დაპირისპირებაში გაირკვევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული