მსოფლიო რეიტინგში 87-ე პოზიციაზე მყოფმა ქართველმა შვედი ელიას იმერი ორ სეტში - 6:4, 6:3 დაამარცხა.
ნიკოლოზმა 3 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი არ დაუკარგავს.
კვალიფიკაციის ფინალში ბასილაშვილის მეტოქის ვინაობას დენის კუდლასა და გვიდო პელას მატჩი გაარკვევს.