ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა.

ქართველმა სერბი დუშან ლაიოვიჩის წინააღმდეგობა სამ სეტში ანგარიშით 6:4, 2:6, 7:5 დაძლია.

ნიკამ სამი ბრეიკი გააკეთა და საკუთარი ჩაწოდება რამდენჯერმე დაკარგა. მის ანაგრიშზე 5 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.

ბასილაშვილი ლაიოვიჩთან ურთიერთდაპირისპირებებში 3:0 დაწინაურდა, ბალახის საფარზე კი 1/4-ფინალში პირველად გავიდა.

იქ კი მისი მეტოქე ჩეხი ჯირი ვესელი იქნება, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია. მატჩი ხვალისთვის არის ჩანიშნული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული