ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის ტურნირის 1/4-ფინალში დამარცხდა, მაგრამ რეიტინგში წინ წაიწევს

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის ტურნირის 1/4-ფინალში ჩეხ ჯირი ვესელისთან ორ სეტში - 6:7, 2:6 დამარცხდა.

ნიკას არცერთი ბრეიკი არ გაუკეთებია, საკუთარი ჩაწოდება კი ორჯერ დაკარგა. მის ანგარიშზე 6 ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.

მიუხედავად წაგებისა, ჩვენებური რეიტინგში სამი საფეხურით დაწინაურდება და 76-ე პოზიციიდან 73-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

ბასილაშვილი ახლა წლის მესამე დიდ სლემზე, უიმბლდონზე გადაინაცვლებს, თუმცა მისი მომავალი მეტოქე ჯერჯერობით ცნობილი არაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული