ნიკოლოზ ბასილაშვილი უმაგის ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი უმაგის ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა.

მსოფლიო რეიტინგში 82-ე პოზიციაზე მყოფმა ქართველმა სერბ დუშან ლაიოვიჩთან ვერაფერი გააწყო და ორ სეტში - 5:7, 2:6 წააგო.

ნიკამ ერთი ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ოთხჯერ დაკარგა. მის ანგარიშზე 3 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.

ამ შეხვედრის შემდეგ ბასილაშვილი ლაიოვიჩს ურთიერთდაპირისპირებებში 3:1 ამარცხებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ თამაშობს ასე უნდილად არ მესმის. როლან გაროსზე ისე კარგად დაიწყო ჟილ სიმონთან, ვიფიქრე, არიქა, დაანგრევს ასე თუ გააგრძელა მეთქი, მაგრამ ცოტა ხანში ანთებული სანთელივით რომ ჩაქრა, გული მეტკინა.
არჩილ
00:02 19-07-2018
0
რა სჭირს ასეთი ნიკას,რომ ამდენი მარცხი მიაყოლა ერთმანეთს?
სოსო
22:09 18-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული