ეკატერინე გორგოძე ასტანის ტურნირის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 267-ე პოზიციაზე იმყოფება, ასტანის ტურნირის ფინალში გავიდა.

1/2-ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა 20 წლის ჩეხი მარიე ბუჟკოვა სამ სეტში - 6:2, 4:6, 6:4 დაამარცხა.

გორგოძემ 7 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ხუთჯერ დაკარგა. ხვალ ფინალში ის უზბეკ საბინა შარიპოვას შეხვდება, რომელიც 23 წლისაა და მსოფლიო რეიტინგში 144-ე პოზიცია უკავია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული