გილოცავთ - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჰამბურგში გერმანიის ღია პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა (6:4, 0:6, 7:5).

ბასილაშვილმა 349 200 ევრო და 500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავა, რითაც მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი გახდა.

შეგახსენებთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი ირაკლი ლაბაძეს ჰქონდა - ის რეიტინგში 42-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.

ბასილაშვილმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ATP ტურნირი პირველად მოიგო.

ნიკოლოზს გამარჯვებულის პრიზი ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა მიხაელ შტიხმა გადასცა.

altყველაზე დიდი კორტი გერმანიაში და ლეგენდარული ჩემპიონები - რა დონის ტურნირის ფინალშია გასული

ნიკოლოზ ბასილაშვილი

 

altარის! - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნიკოლას იარი დაამარცხა და ფინალში ლეონარდო მაიერს შეხვდება! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 56 /
შენი გამჩენის ჭირიმე, შენი! კაცი ყოფილხარ ჩოგნის დამშვენი!
ნიკოლოზს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდებულ გამარჯვებას და ვისურვებდი რომ ნიკასთვის ყოფილიყოს ეს ერთი და სხვა მრავალი
qomagi
30 ივლისი 2018 12:41
2
31 აგვისტოს უკვე ახალ ტურნირს იწყებს!!! 250 იანი კიცბული!!! წარმატებები მინდა ვუსურვო!!! ყოჩაღ ნიკას, რომ არ ჩერდება და ჰამბურგის შემდეგ, სადავ მან თამაშების მაქსიმალური რაოდენობა ჩაატარა და ამდენი ენერგია დახარჯა, გუშინ უკვე საღამოს წავიდა კიცბულში!!! ბრავო მაესტრო!!!
დათო
30 ივლისი 2018 11:01
1
აქამდე გული მერეოდა რომ ვუყურებდი მაგრად უჯიგროდ თამაშობდა აშკარად ყომარობდა, შუძლია მაგრამ არ შვება ბოლომდე
ებიჯო
30 ივლისი 2018 10:03
2
გაიხარე!
ვაჟა
30 ივლისი 2018 09:13
0
მეტი ბედნიერება სიხარული რაგინდა ქართველ კაცს ფეხზეამდგარი ულოცავს და ესალმება ათასობით მაყურებელი...რამხელა განცდაა გულშემატკივრობა და ბოლოს გამარჯვების სიხარული..მადლობა ნიკუშ!..შთამბეჭდავი ..ემოციებით სავსე გამარჯვების დღე გვაჩუქე..დიდ წარმატებებს ველოდებით შენგან..
bujanga
30 ივლისი 2018 08:40
0
ნიკა ძალიან მაგარი გვყავს, მეამაყები მაგარო კაცო!
b-52
29 ივლისი 2018 23:42
0
საოცარი კაცია ნიკა.შარშან თითქოს აკრიფა ფორმა,აიწია რეიტინგში და რომ მეგონა გადამწყვეტი დროა,სტაბილურად შევა ელიტაშიო,უცბად მიაყოლა დამარცხებების სერია.ამ ტურნირის წინაც ასევე რამდენი ტურნირი წააგო დასაწყისშივე და უცებ თოფი კი არა,ქვემეხი გაისროლა.გილოცავთ ყველას და ყოჩაღ ნიკა!იმედია დაასტაბილურებს შედეგებს და ელიტაში მტკიცედ დამკვიდრდება,საამისოდ მას ყველა მონაცემი აქვს.
სოსო
29 ივლისი 2018 21:50
0
აბსოლუტურად გეთანხმებით ყველაფერში, მაგრამ ახლა ახალი ეტაპი დაიწყო მის კარიერაში, ახალი მწვრთნელი თავისი სამწვრთელო გუნდით!!! და აი პირველი შედეგი!!!
დათო
29 ივლისი 2018 23:53
0
შენ გენაცვალეეეეეეეეეეეეეეეეეეე
gujaa
29 ივლისი 2018 21:36
0
შენ გენაცვალე ნიკოლოზ! დაგლოცოს ღმერთმა! წმინდა გიორგის მადლი გადმოსულიყოს შენს მარჯვენაზე! მალე მასტერსსაც მოიგებ, უეჭველად! სრულიად საქართველოვ გილოცავ შენი შვილის გამარჯვებას!
aburjga
29 ივლისი 2018 21:05
0
ბრავო! ეს უდიდესი წარმატება, სრულიად საქართველოს წარმატებაა!
ვახო...
29 ივლისი 2018 20:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული