Us Open: ნიკოლოზ ბასილაშვილმა გვიდო პელა დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში 28 წლის არგენტინელი, მსოფლიო რეიტინგში 66-ე პოზიციაზე მყოფი გვიდო პელა დაამარცხა 6:3, 6:4, 1:6, 7:6.

ნიკოლოზი კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში.

აქამდე ქართველი ჩოგბურთელებიდან დიდი სლემის 1/8 ფინალში მხოლოდ ირაკლი ლაბაძე გავიდა, რომელიც 2006 წელს უიმბლდონის ტურნირზე რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 266 000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 31-ე პოზიციაზე გადავიდა, რაც მისი რეკორდია.

შეგახსენებთ, პელასთან შეხვედრამდე ბასილაშვილმა სლოვენიელი ალიაზ ბედენე და ამერიკელი
ჯეკ სოკი დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში რაფაელ ნადალს შეხვდება.

altUs Open: ნადალმა ხაჩანოვი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და მერვედფინალში ბასილაშვილს შეხვდება

altბასილაშვილის ულამაზეს სტილში მოპოვებული ქულა Us Open-ზე და მაყურებლის ოვაციები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 41 /
კაცს ფეისფუქ გვერდი გააუქმებინეს იმის გამო რომ ბილეთს გვიფუჭებო, მერე ჰამბურგი რომ მოიგო გაუვარდაო, შემდეგ დაისვენა და რაღად უნდა ამხელა ფული მოიგო ეხლა მიწვებაო, შემდეგ ამ ტურნირზე პირველ წრეს რომ გაცდა თავზე გადაახევენ ჩოგანსო მეტს ვეღარ იზამსო .. ჩემი აზრით წლის საუკეთესო სპორცმენობას იმსახურებს ეს ადამიანი
სანდრო
01 სექტემბერი 2018 10:32
2
უნდა დაწეროთ "დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არავინ გასულა დიდი სლემის მერვედფინალში" თუ ზოგადად - მეტრეველმა უიმბლდონიდ ფინალი ითამაშა
მერაბ გ.
01 სექტემბერი 2018 09:18
0
u.s. open-ის მერვედფინალი,თანაც ნადალთან.. როგორც იტყვიან შენი აღარაფერი მიდის ნიკოლოზ. წააგებ არავინ განგსჯის,მოიგებ და გააგიჟებ გულშემატკივარს,ასე რომ წინ სრული სვლით.
TBILISI
01 სექტემბერი 2018 08:45
0
სრულიად ობიექტურად რომ მივუდგეთ,ნიკოლოზს უფრო მეტი შანსი აქვს მოგების ვიდრე ნადალს(დღევანდელ ნადალს).
60% მეოთხედფინალში ვართ
01 სექტემბერი 2018 12:54
0
ყოჩაღ ნიკოლოზ! გილოცავთ! საქართველოს საამაყო შვილი ხარ!
მანჩო
01 სექტემბერი 2018 08:24
0
შენ გენაცვალე!!!
01 სექტემბერი 2018 07:48
0
კალაშნიკოვაზე რატომ არ წერთ არაფერს? მერვედ ფინალშია წყვილებში US Open-ზე.
Roger
01 სექტემბერი 2018 07:44
0
ბრავო!!!
Geo
01 სექტემბერი 2018 07:29
0
Gilocav basil carmatebebi nadaltan
Emigranti
01 სექტემბერი 2018 05:32
0
Midi niko kargad galese chogani nadaltan)
Dv
01 სექტემბერი 2018 04:32
0
ნადალმა მოიგო ოთხ სეტში!!!! დახოცეს ერთმანეთი!!! ძალიან მაგარი ბრძოლ იყო!!! შეიძლება იყოს საუკეთესო მატჩი ტურნირზე!!!!4:30 სთ-ზე მეტ ხანს გაგრძელდა!!! ბოლოს ნადალი , როგირც მაყურებელს, ასევე ხაჩანოვს უკრავდა ტაშს!!! ერთი პლუი ჩვენთვის ნადალის გადაღლაა!!! უმაგრეი ჩოგბურთი იყო!!!
დათო
01 სექტემბერი 2018 03:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული