ესპანური პრესის ცნობით, რაფაელ ნადალს მუხლი სტკივა

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა კარენ ხაჩანოვს სძლია 5:7, 7:5, 7:6, 7:6 და 1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდება.

ამ ტურნირის შარშანდელ გამარჯვებულს ნადალს რეიტინგში 27-ე ადგილზე მყოფი 22 წლის მოსკოველი სომეხი ხაჩანოვი (სიმაღლე 198 სმ) აქამდე ოთხჯერ შეხვდა და ვერც ერთი სეტი ვერ მოუგო, ახლა კი ჩინებულ ფორმაშია და ბრძოლა გაუმართა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა.

ნადალისა და ხაჩანოვის შეხვედრა 4 საათი და 25 წუთი გაგრძელდა და მისი დასრულების შემდეგ რაფაელმა მოწინააღმდეგე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

ესპანური პრესის
ცნობით, ნადალს მუხლი სტკივა.

altUs Open: ნიკოლოზ ბასილაშვილმა გვიდო პელა დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ნადალს აქ ზოგიერთები შეურაცყოფას აყენებენ და დასცინიან. ესაა დიდი სირცხვილი. იგივე შეურაცყოფას აყენებთ ბასილაშვილს თქვენი კომენტარებით და ამცირებთ მას. მეტოქეს ღირსეულად უნდა მოუგო და არა ისე, როგორც ერთ დროს ვავრინკამ მოუგო ტრამვირებულ ნადალს ავსტრალიაში. ბასილაშვილმა საგრძნობლად მოუმატა თამაშს და არც გამიკვირდება, თუ სასიამოვნო სიურპრიზს მოგვიწყობს. წარმატებას ვუსურვებ!
არჩილ
13:54 02-09-2018
0
მაგარი ჯახი იქნება ხვალ
mikheil kopaleishvili
17:10 01-09-2018
0

სიახლეები პოპულარული