ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალში კეი ნიშიკორისთან დამარცხდა

AutoSharing Option
21 სექტემბერს, ნიკოლოზ ბასილაშვილი (31) მეცის საერთაშორისო ტურნირის 1/4 ფინალში პირველ ნომრად განთესილ იაპონელ კეი ნიშიკორისთან (12) დამარცხდა 3:6, 6:4, 4:6 და ტურნირს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, ბასილაშვილმა პირველ წრეში ფრანგი კენი დე შეპერი (186) დაამარცხა 6:2, 7:6, ხოლო მეორე წრეში ფრანგი უგო უმბერი (108) 6:7, 7:6, 6:3.

ნიკოლოზმა შარშან ნხევარფინალში გასვლით გამომუშავებული 90 სარეიტინგო ქულის დაცვა ვერ მოახერხა და რეიტინგში 34-ე პოზიციაზე დაქვეითდა.

altნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირის მერვედფინალში უგო უმბერს სძლია

მკითხველის კომენტარები / 8 /
მეცოდება ისეთ თამაშებს აგებს ფსიქიკა ფსიქიკა მიხედე რა შენც გაიხარებ და ჩვენც ძმაო
რუსლანი
24 სექტემბერი 2018 13:20
1
ფიზიკურად კარგი მონაცემები აქვს მარა ფსიქიკა არ უვარგა და საბოლოო ჯამში უკლასო სპორცმენია ამ წუტში.
თუ არ გამოისწორა ფსიქიკა სადაც დგესაა ისაა ამიმსთვის მაქსიმუმის მაქსიმუმი
ლეო
22 სექტემბერი 2018 16:51
6
ნიკამ ვერ გამოიყენა ძალიან დიდი შანსი,გადამწყვეტ სეტში იგებდა 3;1,მაგრამ წააგო 4:6,ე.ი ხუთი გეიმი წააგო და მხოლოდ ერთი მოიგო,არასერიოზული შედეგია,საქმეს ზერელედ მოეკიდა და რაც მთავარია არასტაბილურია,საქმის ასეთი მიდგომით სასურველ შედეგს ვერ დადებ,ძალიან კარგი საყურებელი ორთაბრძოლა იყო,მერწმუნეთ ნიკა სჯობდა ნიშიკორის და უნდა მოეგო ეს დაპირისპირება,მაგრამ არასტაბილურმა და არასერიოზულმა მიდგომამ გამოიწვია ჩვენთვის მიუღებელი შედეგი,ასე არ შეიძლება ჩემო ნიკა,თუ გადიხარ საასპარეზოდ მთელი სული და გული უნდა ჩადო საქმეში,თუ არადა ან ჩვენ რას გვიშლი ნევრებს ან შენს თავსაც რას ერჩი,ღმერთი შენსკენ.
roma
22 სექტემბერი 2018 12:58
4
არა უშავს, დაისვენებს და ისევ მაღალ დონეზე გააგრძEლებს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი სეზონისთვის კარგი მოსამზადებელი პერიოდის დაგეგმვა.
Goga
21 სექტემბერი 2018 23:02
2
უკაცრავად, მე უმბერს ვგულისხმობდი!!! ძალიან მეწყინა ნიშიკორსთან წაგება!!!
დათო
21 სექტემბერი 2018 22:57
0
ყოჩაღ ნიკა!!!
დათო
21 სექტემბერი 2018 22:53
2
ნერვები დამაწყდა, როგორ შეიძლება გადამწყვეტ სეტში ორი გეიმით იყო წინ და მერე ერთბაშად წააგო? ძალიან არამყარი სათამაშო ფსიქოლოგია აქვს ნიკოს.. სხვა მხრივ ამ თამაშს აუცილებლად მოიგებდა..
b-52
21 სექტემბერი 2018 22:46
3
არადა ნიკა უფრო ძლიერი ჩოგბურთელი ჩანდა, უბრალოდ დაღლილი ჩანდა, დაისვენებს და მიაწვება ისევ უპრობლემოდ უნდა გამოეგდო ეგ იაპონელი წესით, მაგრამ სხვა დროს იქნება!
1234
21 სექტემბერი 2018 22:39
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული