სენსაცია! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ფინალში მე-4 ნომერ ხუან დელ პოტროს დაუპირისპირდა, ორ სეტში 6:4;6:4 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა მთელი დაპირისპირების განმავლობაში უპირატესობას ქართველი ჩოგბურთელი ფლობდა და მიზანსაც მიაღწია. ფინალი 1:41 წუთი გაგრძელდა.

ნიკამ ამ სეზონში მეორეჯერ მოიგო ATP ტურნირი, მან 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 733 320 დოლარი ერგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკა 11 პოზიციით წაიწევს რეიტინგში და 23-ე ჩოგანი გახდება.

ნიკოლოზმა ფინალამდე ჯეკ სოკს, ფერნანდო ვერდასკოს, მალეკ ჯაზირს და
კაილ ედმუნდს სძლია.

ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარი იყო.

altბასილაშვილი VS დელ პოტრო - დღეს დიდი ფინალია!




მკითხველის კომენტარები / 68 /
ხუან მარტინ დელ პოტრო მთელი წლის მანძილზე სტაბილურად ძლიერად თამაშობს.რეიტინგით 30 ზემოთ ჩოგბურთელები კი არა 20 ქვემოთ მყოფნიც კი ვერ ამარცხებენ.ამ დროს ნიკა უგებს იოლად ორ სეტში.ამ მოკლე ხანში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მკვეთრად გააუმჯობესა თამაშის ხარისხი,შედეგმაც არ დაახანა ATP-ს ორი 500 ქულიანი ტურნირი მოიგო.ნიკას ეს გამარჯვებები დიდი შრომის ფასად აქცს მოპოვებული.ღრმად ვარ დარწმუნებული მისი კიდევ უფრო წინსვლისა! სულაც არ გამიკვირდება თუ მას ახლო მომავალში ტოპ ხუთეულში ვიხილავთ.
გიოშა
08 ოქტომბერი 2018 01:41
1
უზომოდ ბედნიერი ვარ.ნიკას გამარჯვება დღეს სრულიად საქართველოს გამარჯვებაა.არცერთი-უფრო გრანდიოზული გამარჯვება დღეიდან აღარ გამიკვირდება.ჩემთვის მთავარი იყო,რომ თავად ნიკას ერწმუნა საკუთარი თავისა.დელ პოტროს დამარცხება ფედერერსაც უჭირს,ჯოკოვიჩსაც და ნადალსაც.მისი შემდგომი განრიგი არ ვიცი,მაგრამ დარწმუნებული ვარ-ათეულს ძალზე მიუახლოვდება.გილოცავ ნ ი კ ო ლ ო ზ.დიდი მადლობა,რომ საქართველოსთვის ამ ძნელბედობის პერიოდში ეროვნული დღესასწაული გვაჩუქე.მადლობა შენს მშობლებს.განსაკუთრებული მადლობა შენს ახალ მწვრთნელსაც,რომელიც ასე ზუსტად ამოგირჩევია და რომელმაც შენი თამაშის აგრესიულ სტილს ტაქტიკური მონახაზების მთელი კასკადი მოარგო.წინ ნიკოლოზ.
გიორგი ჯანიკაშვილი
07 ოქტომბერი 2018 21:17
1
რატომაა საქართველოსთვის ძნელბედობის ჟამი?
გელა
07 ოქტომბერი 2018 22:04
5
არა აწყობილია ყველაფერი საათივით გელა
შოთა
08 ოქტომბერი 2018 00:59
1
გაიხარე ნიკა.ძაან მაგარი ხარ. თავს გაუფრთხილდი.ტრავმებს უფრთხილდი და პირველ ჩოგანამდეც მიხვალ.აი ამ დროს ვარ ხოლმე ყველაზე დიდი ქართველი შენისთანები რო გვყავს
rustavi
07 ოქტომბერი 2018 18:28
2
რა სენსაცია, მოიგო დამაჯერებლად ნიკამ, გილოცავთ ყველას. უჰ, რა გამიხარდა, თითქოს მე მომეგოს
ემიგრანტი
07 ოქტომბერი 2018 17:42
1
როგორც აღვნიშნე , სათამაშო ინტელექტით და ძლიერი დარტყმებით დატვირთა დელ პოტრო, ამ ბიჭს ამ მწვრთნელთან ერთად შეუძლია იყოს ტოპ 10ის და ელიტის წევრი!
სანდრო
07 ოქტომბერი 2018 18:41
3
კარგით რა!!! ნიკასგან მოგებები უკვე სენსაცია აღარაა!!! ძალიან მაგრად ითამაშა,დელ პოტროც გაოცებისგან ხელებს შლიდა (მაგარი კაცია დელ პოტრო,იშვიათად რომ ასე ხირსეულად შეხვდე დამარცხებას)...წარმატებები ნიკოლოზს,ალალა მისგან გამომუშავებული სარეიტინგო ქულები და საპრიზო ფონდიც
levan
07 ოქტომბერი 2018 17:41
1
გაიხარე ნიკოლოზ ჩვენი გახარებისთვის.. ღმერთი გფარავდეს, კიდევ მრავალი წარმატება და მრავალი მოგებული ფინალი. ვამაყობთ შენით
გიორგი გპ
07 ოქტომბერი 2018 17:39
1
ყველა დადებით კომენტარს მინიმუმ ერთი დისლაიქი აქვს, ანუ ვიღაცას არ გაუხარდა ნიკას წარმატება და თან იმ ვიღაცამ ქართული კითხვა იცის. ამას ღალატი ჰქვია ერის. ჰო, ერის, იმიტომ, რომ ქართველის წარმატება არ გიხარია...
პ.ს. მდპ დისლაიქების ავტორო!
svani
07 ოქტომბერი 2018 19:39
2
ვეთანხმები მეგობრებს- ემიგრანტს და ლევანს. სენსაცია აღარაა ნიკასგან დელ პოტროს დამარცხება. მიუხედავად ესპანელისადმი დიდი პატივისცემისა. მოუგო ნაღდში ძმაო!!!
პავლე
07 ოქტომბერი 2018 17:47
1
დელ პოტრო ესპანელი არაა, ახალი ზელანდიიდან გახლავსთ ))))
burnuta
07 ოქტომბერი 2018 18:22
3
დელ პოტრო გუშინ საღამოს არგენტინელი იყო.როდის შეიცვალა მოქალაქეობა-არ ვიცი.
გიორგი ჯანიკაშვილი
07 ოქტომბერი 2018 22:32
0
უფ შენ გენაცვალე !!! გილოცავ !!!

levani
07 ოქტომბერი 2018 17:39
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული