სენსაცია! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ფინალში მე-4 ნომერ ხუან დელ პოტროს დაუპირისპირდა, ორ სეტში 6:4;6:4 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა მთელი დაპირისპირების განმავლობაში უპირატესობას ქართველი ჩოგბურთელი ფლობდა და მიზანსაც მიაღწია. ფინალი 1:41 წუთი გაგრძელდა.

ნიკამ ამ სეზონში მეორეჯერ მოიგო ATP ტურნირი, მან 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 733 320 დოლარი ერგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკა 11 პოზიციით წაიწევს რეიტინგში და 23-ე ჩოგანი გახდება.

ნიკოლოზმა ფინალამდე ჯეკ სოკს, ფერნანდო ვერდასკოს, მალეკ ჯაზირს და
კაილ ედმუნდს სძლია.

ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარი იყო.

altბასილაშვილი VS დელ პოტრო - დღეს დიდი ფინალია!




მკითხველის კომენტარები / 68 /
საქართველო დაშლილ დაქუცმაცებულია და ამაზე მეტი ძნელ ბედობის ჟამი რაღა უნდა იყოს ბატონო გელა? არ დამიბლოკოთ გთხოვთ
გელას
08 ოქტომბერი 2018 13:10
1
ძალიან გამიხარდა ნიკას გამარჯვება, ვულოცავ და კიდევ ბევრჯერ გაეხარებინოს მთელი საქართველო)
ლევანი
08 ოქტომბერი 2018 11:46
0
ხუან მარტინ დელ პოტრო მთელი წლის მანძილზე სტაბილურად ძლიერად თამაშობს.რეიტინგით 30 ზემოთ ჩოგბურთელები კი არა 20 ქვემოთ მყოფნიც კი ვერ ამარცხებენ.ამ დროს ნიკა უგებს იოლად ორ სეტში.ამ მოკლე ხანში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მკვეთრად გააუმჯობესა თამაშის ხარისხი,შედეგმაც არ დაახანა ATP-ს ორი 500 ქულიანი ტურნირი მოიგო.ნიკას ეს გამარჯვებები დიდი შრომის ფასად აქცს მოპოვებული.ღრმად ვარ დარწმუნებული მისი კიდევ უფრო წინსვლისა! სულაც არ გამიკვირდება თუ მას ახლო მომავალში ტოპ ხუთეულში ვიხილავთ.
გიოშა
08 ოქტომბერი 2018 01:41
1
რატომ არი გასაკვირი რა, მაგარია ყველაფერი შეუძლია ამან მარტო თავის თავი უნდა იპოვოს და ცოტა ხანში ახალ ტიპთან მოუწევთ საქმის დაჭერა. აბა, ეგრე
Mgeli
08 ოქტომბერი 2018 01:30
1
ამას ნაღდად არ ველოდი! ყოჩაღ ნიკა! ძალიან მაგარი ხარ!
დავით 67
08 ოქტომბერი 2018 01:26
1
იმას თუ რა გააკეთა ნიკამ რომ სწორად შეაფასო , ძალიან დიდ დროს წაიღებს . თნამედროვე სპორტში ფიზმომზადებას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება , მის გარეშე , ვერცერთ სახეობაში წარმატებას ვერ მიაღწევ . გინდათ მაგალითები ? კი ბატონო . ავიღოთ ბავშვთა და მოზარდთა სპორტული სექციები , იცით რომ თითქმის არცერთ სკოლაში , ვარჯიშის შემდეგ სპორცმენს შხაპის მიღების საშუალება არა აქვს ? თუ გგონიათ რომ შხაპი ამ შემთხვევაში მხოლოთ ჰიგიენური პროცდურაა ? ვარჯიშითან მაქსიმუმ ნახევარ საათში სპორცმენმა შხაპი უნდა მიიღოს , რომ კუნთის ტონუსი აღდგეს . წვრილმანი გგონიათ ? ასეთი წვრილმანებისგან შედგება ის შედეგი , რაც ნიკოლოზმა მამამისის დახმარებით გადალახა , მაგრამ წლები დაკარგა იმის გამო რომ არ ყავსა სპონსორი და საკვალიფიკაციოდან უწევდა სულ ტურნირების თამაში , ეხლა ბევრად კარგ სიტუაციაშია , განთესილებში იქნება სულ . სამარცხვინო ის არის , რომ კაცი ამხელა შედეგებს დებს და ქვენიდან არავის სურვილი არ გასჩენია სპონსორობის , თუმცა არც ჭირდება , წლს მოსთხოვენ უეჭველი მოგებული თანხიდან . აი ამიტომ უდგას ქვეყანას ძნელბედობის ჟამი .
ATP 15?
08 ოქტომბერი 2018 00:57
1
იქნებ ქართველი მოგვევლინოს ნომერ პირველად მსოფლიოში?? მგონი შეუძლია
შოთა
08 ოქტომბერი 2018 00:56
1
ნეტა ეგეთების თავში ჩამახედა
შოთა
08 ოქტომბერი 2018 03:15
0
შოთა,მომეწონა შენი ნააზრევი,მაგრამ ვიცი აქ ერთ კაცს არ მოეწონება.ნომერ პირველად ყოფნა კი არა თურმე ხუთეულზე ფიქრიც კი არ შეიძლება.მისი აზრით ეს ეიფორიაა,მე და შენ ემოციურ ფონზე რეალობას მოწყვეტილები ყვოფილვართ.
გიოშა
08 ოქტომბერი 2018 01:24
2
შემოგევლე!!!!
მიშა
07 ოქტომბერი 2018 21:59
1
ვენაცვალე, კარგი კაცია. გაგვახარა უზომოდ!
მარა კითხვა მაქვს ერთი - ხელმოწერა ქართულად რატომ არ გააკეთა ნეტავ?
07 ოქტომბერი 2018 21:22
4
უზომოდ ბედნიერი ვარ.ნიკას გამარჯვება დღეს სრულიად საქართველოს გამარჯვებაა.არცერთი-უფრო გრანდიოზული გამარჯვება დღეიდან აღარ გამიკვირდება.ჩემთვის მთავარი იყო,რომ თავად ნიკას ერწმუნა საკუთარი თავისა.დელ პოტროს დამარცხება ფედერერსაც უჭირს,ჯოკოვიჩსაც და ნადალსაც.მისი შემდგომი განრიგი არ ვიცი,მაგრამ დარწმუნებული ვარ-ათეულს ძალზე მიუახლოვდება.გილოცავ ნ ი კ ო ლ ო ზ.დიდი მადლობა,რომ საქართველოსთვის ამ ძნელბედობის პერიოდში ეროვნული დღესასწაული გვაჩუქე.მადლობა შენს მშობლებს.განსაკუთრებული მადლობა შენს ახალ მწვრთნელსაც,რომელიც ასე ზუსტად ამოგირჩევია და რომელმაც შენი თამაშის აგრესიულ სტილს ტაქტიკური მონახაზების მთელი კასკადი მოარგო.წინ ნიკოლოზ.
გიორგი ჯანიკაშვილი
07 ოქტომბერი 2018 21:17
1
არა აწყობილია ყველაფერი საათივით გელა
შოთა
08 ოქტომბერი 2018 00:59
1
რატომაა საქართველოსთვის ძნელბედობის ჟამი?
გელა
07 ოქტომბერი 2018 22:04
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული