ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირის ფარგლებში 1/32-ფინალური შეხვედრა გამართა.

ბასილაშვილი (23) კანადის წარმომადგენელ დენის შაპოვალოვს (29) შეხვდა და ორ სეტში ანგარიშით 6:2, 6:2 მოიგო.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და 46 745 დოლარი გამოიმუშავა.

ნიკოლოზის მომდევნო მეტოქე გერმანიის წარმომადგენელი ალქესანდ ზვერევი იქნება, რომელიც რეიტინგში მე-5 ადგილზეა. შეხვედრა 10 ოქტომბერს, ჩვენი დროით 08:00 საათზე გაიმართება.

altFirstpost: ნიკოლოზ ბასილაშვილი შესანიშნავ ასპარეზობას აგრძელებს

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა შანხაის ტურნირის წყვილთა თანრიგში გამოსვლაზე უარი თქვა.

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის ბასილაშვილმა

ჩინეთის ღია პირველობა მოიგო.

altბასილაშვილმა შანხაიში წყვილთა თანრიგში არ ითამაშა

altბასილაშვილმა ATP-ის რეიტინგში ისტორიულ ნიშნულს მიაღწია! - ნიკოლოზის პირველი კომენტარი მოგების შემდეგ [VIDEO]

altსენსაცია! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
გამაგებინეთ, ეს ზვერევი პირდაპირ მეორე წრეში რატომაა, ჯარისკაცის ქვრივია თუ რა?
Ucha
09 ოქტომბერი 2018 18:12
0
ნიკა, შენს ქართველობას და შენს კაცობას გაუმარჯოს!!!
პავლე
09 ოქტომბერი 2018 15:08
1
ვინმემ სტრიმი არ იცის ამ ტამაშის
dato
09 ოქტომბერი 2018 14:49
1
ზვერევი ჯაზირთან თამაშში კარგად არ გამოიყურებოდა.და დამარცხდა კიდეც .ჯაზირს ბასი შედარებით მარტივად გაცდა.ზვერევი კარგ ფორმაში არ არის და ამითაც უნდა ისარგებლის ნიკოლოზმა
კახა
09 ოქტომბერი 2018 14:09
0
მიდი ნიკა დაადუღე ზვერევი.
toka
09 ოქტომბერი 2018 13:42
0
დიდი ხანია მინდოდა ამ თემაზე პოსტის დაწერა , მაგრამ ველოდებოდი ნიკას ათამაშებას , რომ ფაქტებით გამემყარებინა ეს ყველაფერი . აგიხსნით რაზე მაქვს საუარი : თუ ეს შეთქმულება არ არის ტურნირის ორგანიზატორების მიერ , მაშინ ამიხსენით ვინმემ , რა მიღწევითა და ლოგიკით არის შაპოვალოვი 29 ჩოგანი ? ყველა , ამ ბოლო დროს ნიკამ ვისაც მოუგო , ჰამბურგიდან დაწყებული , ერთეული გმონაკლისების გარდა , შეიძლება ითქვას , რომ თამაშის სადავეები ხელიდან არ გაქცვია . ხოდა მივედი მთავარ სათქმელთან : ველური ბარათი , საშუალება ჩოგბურთელისათვის განვითარებისა თუ ცრუ რეიტინგების იდეალური საშუალება ? თუ პირველია , მაშინ ყველას თანაბარი რაოდენობით უნდა ეძლეოდეს , თუ არადა გამოდის , მთავარია რომელი ფედერაცია დგას შენს უკან . ზუსტად ამიტომ არის აუცილებელი , რომ ქვეყანას შედარებით რეიტინგული ტურნირი მაინც ჰქონდეს , რომ ჩოგბურთის დიდ ოჯახში , რაიმე სტატუსით ვსარგებლობდეთ , რადგან ლობი ყველა სპორცმენს სჭირდება . წარმატებები ნიკოლოზ , რეალურად , ძალიან წარმმადგენლობითი ტურნირია , მაგრამ შენთვის გვარებს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს მჯერა .
ATP 15 ?
09 ოქტომბერი 2018 13:04
3
კარგი უფრო გასაგებად დავწერ . მე ვატარებ ტურნირს და მე ვწყვიტავ ველური ბარათი ვის მივცე ხომ მასაე . თუ მე მაგალითად , სიტყვაზე ავიღოთ საშოვაროვს რამდენიმე დიდი სლემის მატერსზე ველურ ბარათს მივემ და მაგალითად 30-60 ატპ რეიტინგის ნომერს შევახვედრებ , შეიძლება მოიგოს , მაგრამ რომც წააგოს თუ რამდენიმე ასეთი ტურნირი მიაბა , ნელნელა ქულებს აკრეფს და შეიძლება ვერასდროს ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგოს , მაგრამ ტურნირებზე სულ განთესივებში იქნება . შენ კიდევ მიდი და უკაკუნე რომ საკვალიფიკაციოდან , ძირითად ბადეში მოხვდე თუ დაგავიწყდათ ნიკამ საიდან მოიგო ჰამბურგის ტურნირი ? თვითონ ნიკას აქვს ნათქვამ ველურ ბარათებთან დაკავშირებით , რომ 16-17 წლიდან აჩვევენ დიდ ტურნირებს . ეხლა დამისახელეთ , რომელი ქართველი ჩოგბურთელი იცი , თუნდაც 20 წლისა მასტერსის ტურნირზე ველური ბარათით დაეშვათ ? აი ამას ვეძაღი ცრუ რეიტინგებს და როცა ძირითადი ბადიდან მიეცა ნიკას საშუალება უკვე რეიტინგის გამო , გადაამტვრია ჩოგანი ვინც კი შეხვდა გზაზე . თქვენ მართლა გგონიათ , ასეთი დონის სპორტში რომ პოლიტიკა არ ერევა ?
ATP 15 ?
09 ოქტომბერი 2018 17:05
0
წესები ყველასთვის საერთოა და რა შუაშია ლობი? ჩადი ითამაშე და მოიგე თუ ბიჭი ხარ. რახან ნიკამ ადვილად მოუგო არ ნიშნავს რომ ცუდი ჩოგბურთელია. ვავრინკასთვის და ედმუნდისთვის აქვს მოგებული და კიდევ ბევრი ვარსკვლავისთვის. არასწორად მსჯელობ. იცი როგორ ხდება რეიტინგის განსაზღვრა ჩოგბურთში?
semi
09 ოქტომბერი 2018 14:23
4
ყველა გამოხმაურება
ეს ტურნირიც შენია წარმატებები ნიკოლოზ.
roma
09 ოქტომბერი 2018 13:01
0
წინ TOP 5 მოსახვედრად!
ამ ბუკმეკერების სიჯიუტისა გამიკვირვებია რა,ორი დღე არ გასულა რაც ნიკამ დელ პოტრო დაამარცხა და დღეს ყველა საბუკმეკერო კანტორამ უპირატესობა შაპოვალოვს მისცა.:)
გიოშა
09 ოქტომბერი 2018 12:34
1
მაგათ ქინძობას გაუმარჯოს, მე კარგად მახეირეს ჯერჯერობით
მირიან
09 ოქტომბერი 2018 16:55
0
გიოშ , მოდი რას ვიზავ იცი , დისლაიქს ტროლი მაინც დაწერს და მოდი მე დაგიწერ , მეცოდინება მაინც რომ ტროლი გაჩერდა . :))
ATP 15?
09 ოქტომბერი 2018 13:13
0
ბრავო და ბრავო ნიკოლოზს! ხვალ ზვერევი ("მხეცაძე") მხეცურად უნდა მოისრას
Fani
09 ოქტომბერი 2018 12:29
1
ზვერევი ძალიან ძლიერია, მაგრამ წარმატებები ნიკოლოზს
კუკური
09 ოქტომბერი 2018 13:49
0
კანადელი მგელიც წააქცია. დაღლილი ბასილაშვილი დასვენებულ ზვერევსაც მაიყოლებს. .
....
09 ოქტომბერი 2018 12:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული