ქართველი ჩოგბურთელი 1/32-ფინალში ავსტრალიელ ჯოლ მილმენს (35) შეხვდა და პირველი სეტი 6:4 მოუგო, ხოლო შემდეგ მეტოქემ ასპარეზობა ვერ გააგრძელა და ბასილაშვილს გამარჯვება ჩაეთვალა.
ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 10 სარეიტინგო ქულა და 18 060 ევრო გამოიმუშავა.
ბასილაშვილი 1/16-ფინალში სამხრეთაფრიკელ კევინ ანდეროს შეხვდება, რომელიც ATP-ის რეიტინგში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ 22 ოქტომბერს ბასილაშვილი ანდერსონთან ვენის ტურნირზე დამარცხდა და ახლა რევანშის შანსი ეძლევა.
შეხვედრა 31 ოქტომბერს, ჩვენი დროით 13:00 საათზე დაიწყება.
ტურნირის საპრიზო ფონდი
წარმატებები ნიკა