"ძალიან ბედნიერი ვარ" - ნიკოლოზ ბასილაშვილი გულშემატკივარს მიმართავს

AutoSharing Option
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიმდინარე საჩოგბურთო სეზონი დაასრულა. ეს წელი მის კარიერაში საუკეთესო იყო, დღეის მდგომარეობით ის მსოფლიოს 21-ე ჩოგანია.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წლის მეორე ნახევარი კარგად ჩავატარე და სეზონს 21-ე ადგილით მსოფლიო რეიტინგში ვასრულებ. ეს ჩემი კარიერის საუკეთესო შედეგია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს: დენის ბეკერმანს, იან დე ვიტს და დანარჩენებს, ვინც მთელი წლის განმავლობაში მეხმარებოდა და მხარს მიჭერდა. ველოდები დაბრუნებას. მადლობა გვერდში დგომისთვის და გულშემატკივრობისთვის" - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მიმდინარე წელს ორი დიდი ტურნირი
მოიგო, მათ შორის, ჰამბურგისა და პეკინის მასტერსი.

altკარიერის რეკორდი - ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 21-ე ჩოგანია

altნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსზე კევინ ანდერსონთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
შენი წარმტებებით ჩვენც ძალიან გაგვახარე!!! მადლობა შენ!!!
დათო
07 ნოემბერი 2018 21:12
0
წარმატებები ნიკოლოზ ბასილაშვილს!
გულშემატკივარი 58
07 ნოემბერი 2018 16:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული