AO: სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სტეფანოს ციციპასთან ვერაფერი გააწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-15 ჩოგან სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და ოთხ სეტში დამარცხდა.

საქართველოსა და საბერძნეთის პირველი ნომრების დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა და 2:57 საათი გაგრძელდა. პირველი სეტი ბასილაშვილმა 3:6 დათმო, თუმცა მეორე სეტში ამავე ანგარიშით მოიგო. ყველაზე დრამატული მესამე სეტი გამოდგა, რომელმაც საბოლოოდ შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. ჩვენებურმა ერთსაათიანი ბრძოლა 6(7):7(9) დათმო. მეოთხე სეტში კი უპირატესობა ხელთ ბერძენმა იგდო და 6:4 მოიგო.

ეს ამ სპორტსმენების პირველი შეხვედრა იყო და ბალანსში ბერძენი დაწინაურდა. სტეფანოს ციციპასის
შემდეგი მეტოქე როჯერ ფედერერი იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი კი, სამწუხაროდ, ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა.

altმსოფლიო ჩოგბურთის ტალანტი - ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე?

მკითხველის კომენტარები / 23 /
არაუშავს ნიკოლოზ, დარწმუნებული ვარ წინ ბევრი დიდი გამარჯვება გელის.
მადლობა ყველაფრისთვის.
შალვა 73
18 იანვარი 2019 11:39
1
სამწუხაროა. გული დამწყდა, მაგრამ ასეთი პირველი ჩაწოდებით დიდი შლემის მოგება გაუჭირდება ნიკოლოზს. ისე ცოტა იღბალი რომ დახმარებოდა შეიძლებოდა მესამე სეტის მოგება.
წარმატებები მომდევნო ტურნირებზე.
მალხაზი
18 იანვარი 2019 09:30
1
ის ორი მოგებაც მიღწევაა იმ ფონზე რა თამაშსაც აჩვენებდა ამ ტურნირზე.
!!!!!!!!!!!!
18 იანვარი 2019 10:36
1
ვიძახდი კონცენტრაციის მაქსიმალური მობილიზება და აგრესია საჭირო, მაგ ბავშვთან, პლუს ბადესთან გასვლა და აგრესია. ვერ გამიგია საად ჩქარობ და რატომ ამ პადაჩის მოწოდებაზე, ამიხსენით ვინმემ რაა.. ბურთის ტასავით პადაჩამდე, ნერვების მაქსიმალურ კონცენტრირებას ახდენენ გიჟები კი არ არიან იგივე ნადალი და ჯოკოვიჩი, იმდენი ხანი, რომ ათამაშებენ, მოწოდებამდე და დროს წელავენ. თუ დააკვირდები რადენჯერ, არ ვიცი შემთხვევით თუ გამიზნულად ჰაერში აგდებული ბურთი ვერ მიაწოდა ეგრეც ფსიქოლოგიურად წნეხის და შეგეტყო სახეზე, როგორ ბრაზდებოდა. დასანანი მარცხი იყო ნიკა :( არადა აჭრა 1-1 სტეფანოსი... ეხხ სამწუხაროა, მაგრამ მაინც ვამაყობთ შენით იმუშავე საკუთარ თავზე და კიდევ ემოციეებს ნუ იკლაავ შიგნით,ჯობია იყვირო, იღრიალო და მოიხსნა დაიცალო ვიდრე წაგებული ბრეკ პოინტი თამაშის ბოლომდე გაჰყვეს... წარმატებები 10 ში წელს!!!
ქართველი
18 იანვარი 2019 09:23
1
ნიკამ პირველი ჩაწოდება უნდა გააუმჯობესოს, სხვანაირად მეტს ვერ მოუმატებს
მერაბ გ.
18 იანვარი 2019 09:48
1
ცოტა გამოცდილება და პირველი ჩაწოდების სიზუსტე.
ტოტო
18 იანვარი 2019 11:43
1
ნიკაზე დიდი გამოცდილება არც ციციპასს ქონდა სულ 20 წლისაა, წაგების მიზეზი სხვა რამეა რაც ნიკამ უკეთ იცის
ანრი
19 იანვარი 2019 10:11
0
40:0 ანგარიშზე როგორ
უნდა წააგო საკუთარი მოწოდება?
Dato
18 იანვარი 2019 09:17
2
მსიქოლოგიურად გატყდა და თან დაიღალა
dato
18 იანვარი 2019 11:50
1
ადმინ ბასილაშვილზე გედო და გაბრაზებული წერ თუ რას მივაწეროთ ეს სათაური???? აბსოლუტურად თანაბარი თამაში იყო!!!
Niko
18 იანვარი 2019 08:58
8
რიგ ეპიზოდებში ნიკა შესანიშნავი იყო, სპორტში და ზოგადად ჩოგბურთში დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ ასპექტს, მესამე სეტის ბოლოს ნიკამ შესანიშნავი დარტყმებით მწყობრიდან გამოიყვანა მეტოქე და თითქოს ტაიბრეკზეც უნდა მოეგო, მაგრამ ცოტა დააკლდა, დარწმუნებული ვარ მესამე სეტი რომ მოეგო ბოლო სეტში გაანადგურებდა, მაგრამ არაუშავს ნიკა თავი ხელში აიყვანე იმუშავე, შენი უნებლიე შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანე და ყველაფერი გამოგივა. წარმატებები სეზონი ეხლაღა დაიწყო და ყველაფერი წინ გაქვს
ზიზუ
18 იანვარი 2019 14:37
0
სამწუხაროა , მაგრამ ტრაგედია ნამდვილად არარის . ის რომ თითო სეტს უკვე ყველას უგებს კარგია , მაგრამ უნდა ისწავლოს თამაში როგორ მოიგოს , ერთი მატჩის მოგება უნდა თუნდაც ანდერსონთან , რომ ფსიქოლოგიურად თავისი თავი იპოვოს . თუმცა შეცდომებს უნდა მიაქციოს ყურადღება , ტოპ-10 ყველა წევრი ისე მივიდა ამეტაპამდე , სამ სეტზე მეტი არ უთამაშიათ , ნიკამ კიდევ , ფაქტირად ერთი მატჩით მეტი ითამაშა . მთავარია ვარჯიში გააგრძელოს და წლის ბოლომდე ყველაფერი დალაგდება დარწმუნებული ვარ . წარმატებები ნიკოლოზ , ჩვენ შენს გვერდით ვართ .
ATP 17
18 იანვარი 2019 10:47
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული